თბილისში, დავით პეტრიაშვილის არენაზე საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის B ლიგის მეორე ჯგუფის მოახლოებული თამაშებისთვის ბოლო მოსამზადებელ ეტაპს გადის. მის ფარგლებში ჩენმა გუნდმა დღეს დაგეგმილი ორიდან, პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ. თამაში ფრედ, 2-2 დასრულდა.
ანგარიში ზურა ხიზანიშვილის გუნდმა მე-9 წუთზე გახსნა. სანდრო მიქაუტაძის გადაცემით, მათე შათირიშვილმა დააწინაურა ქართველი 19-წლამდები. 21-ე წუთზე ნიკოლოზ ბარიხაშვილი-შეყლაშვილმა 11-მეტრიანით, ჩვენი ნაკრები ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა. თუმცა, ჩვენების სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა, რადგან ლატვიელებმა 25-ე წუთზე ერთი ბურთ გაგვიქვითეს. პირველი ტაიმი საქართველოს 19-წლამდეთა გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა მოახერხა, თამაშის გაკონტროლება, თუმცა, მეორე ტაიმის მიწურულს დაღლა დაეტყო. 73-ე წუთზე კი, ლუკა კუპრავას ავტოგოლით ანგარიში გათანაბრდა. მეორე შეხვედრას კვლავ ლატვიის წინააღმდეგ, ჩვენი შეხვედრა 5 ოქტომბერს გამართავს.
აღნიშნული თამაშებისთვის, 19-წლამდეთა ნაკრებში 26 ფეხბურთელი იყო გამოძახებული: მეკარეები: დაჩი ჩოჩოშვილი („დინამო თბილისი"), საბა ასანიძე („ლოკომოტივი", თბილისი), მათე ჭელიძე („დინამო თბილისი"); მცველები: საბა მარსაგიშვილი („იბერია 1999"), შოთიკო დიაკონიძე („დინამო თბილისი"), მათე შათირიშვილი („სამგურალი", წყალტუბო), გიორგი ლომიძე („დინამო თბილისი"), ლუკა კუპრავა („ტორპედო" ქუთაისი), ლუკა შარიქაძე („დინამო თბილისი"), ალექსანდრე გეწაძე („ლოკომოტივი" თბილისი), ლუკა ჩაბრაძე („ლოკომოტივი" თბილისი), ერეკლე ძერყორაშვილი („ლოკომოტივი" თბილისი), ნიკოლოზი ბენდელიანი („დინამო თბილისი"); ნახევარდაცვა: სანდრო მიქაუტაძე („დინამო თბილისი"), ლუკა ციკოლია („დინამო თბილისი"), საბა ავდოევი („იბერია 1999"), ნიკოლოზ შალიკიანი („იბერია 1999"), კობა კაკაშვილი („დინამო თბილისი"), საბა ჩხეტიანი („მეშახტე", ტყიბული), ნიკოლოზი ბარიხაშვილი-შეყლაშვილი („ატლეტიკო" ოსასუნა), გიორგი კობახიძე („დილა" გორი), ნიკოლოზ ადუაშვილი („დინამო თბილისი"), ანდრია კვირიკაძე („პარიზი", საფრანგეთი), ლუკა გურჩიანი („გაგრა"), თავდასხმა: გიორგი ქურდოვანიძე („დინამო თბილისი"), დათო მელაშვილი („ლოკომოტივი" თბილისი).
ფიტო: სფფ / გიორგი არჯევანიძე





ჩვენ







