საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯერ ჩრდილოეთ ირლანდიას შემდეგ კი, გერმანიას დაუპირისპირდება
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯერ ჩრდილოეთ ირლანდიას შემდეგ კი, გერმანიას დაუპირისპირდება
29.09.2026
ავტორი: TSFF.Ge

მაშინ, როცა რამაზ სვანაძე ეროვნულ ნაკრებთან ერთად უკრაინასთან თამაშამდე ბოლო მოსამზადებელ დეტალებს გადიოდა, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ჩრდ. ირლანდიის გზას ადგა. 1 ოქტომბერს, გიორგი ადამიას ხელმძღვანელობით, ბალიმენაში,  შოუგრაუნდსის სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩრდ. ირლანდიას დაუპირისპირდება.


ამ გუნდების პირველი შეხვედრა ქუთაისში ფრედ, 1-1 დასრულდა. ქართული გუნდიდან ლულა ლაცაბიძის გადაცემით გაბრიელ სიგუამ გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში კიდევ ორი ტურია დარჩენილი, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს, ფინალური ეტაპზე გასვლის თეორიული შანსის კი დაკარგული აქვს. მიუხედავად ამისა, ჯგუფში, რაც შეიძლება ზედა ადგილის დაკავება, ქართულ გუნდს მომავალ წილისყრაზე დაეხმარება.


შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ნაკრებიდან ეროვნულში საბა ხარბაშვილის გამოძახების შემდეგ, ჩვენმა ახაგლაზრდულმა შევსება ლუკა ლაცაბიძის სახით მიიღო. ბათუმის „დინამოს" ფეხბურთელის ლუკა წილუკიძის ნაცვლად კი, ახალგაზრდულმა „დინამო თბილისის" ფეხბურთელს ჰალიტ დოლტმირზიევს გამოუძახა. საბოლოოდ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფის ბოლო ორი შეხვედრის გასამართად, შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:


მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი („რუსთავი"), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი"), გიორგი ყავლაშვილი („უნიონ სენ ჟილი", ბელგია);  მცველები: რატი გრიგალავა („სუდუვა", ლიეტუვა), ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია 1999"), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი 1913", ფოთი), დავით ბუკია („ტორპედო", ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა", სლოვაკეთი), მუხრან ბაგრატიონი („კაპფენბერგი", ავსტრია), ნიკოლოზ ცეცხლაძე („სამგურალი", წყალტუბო), ნიკოლოზ ჩიქოვანი („რუსთავი"), ლუკა ლაცაბიძე („ტორპედო" ქუთაისი) ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე („კრემონეზე", იტალია), ნიკოლოზ დადიანი („იბერია1999"), გურამ ჯაფარიძე („დინამო", ბათუმი), ალექსანდრე ფეიქრიშვილი („გაგრა"), გიორგი რობაქიძე („ოდესის ჩერნომორეცი", უკრაინა), გიორგი ჩუბინიძე („ბორნმუთი", ინგლისი), ალეკო ბასილაძე („სლოვან ლიბერეცი", ჩეხეთი); თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე („ტორპედო", ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი („უოტფორდი", ინგლისი), თორნიკე კვარაცხელია („დინამო თბილისი"), ვახტანგ სალია („ნიუკასლ იუნაიტედი", ინგლისი), ჰალიდ დოლტმურზიევი („დინამო თბილისი").


ჩრდ. ირლანდიაში ჩასვლისთანავე, ჩვენმა ნაკრებმა ოლსტერის უნივერსიტეტის მოედანზე ივარჯიშა. მატჩი 1 ოქტომბერს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.


ამის შემდეგ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრაში, 6 ოქტომბერს გერმანიას დაუპირისპირდება. თამაში ბილეფელდში „შიუკო არენაზე" თბილისის დროით 22:45 საათზეა ჩანიშნული.


ფოტო: სფფ