
რამდენიმე დღე ბათუმი „დაისვენებს" და 1-3 ოქტომბერს, მორიგ საინტერესო ტურნირს უმასპინძლებს ფიგურულ ციგურაობაში. ამჯერად ბათუმელებს და საქართველოს სტუმრებს შანსი ექნებათ, ყინულზე ის მოციგურავეები იხილონ, ვინც 2026-2027 წლების სეზონში ISU-ს სხვადასხვა ტურნირებზე მაღალი შედეგების ჩვენებას ეცდება. ჩელენჯერის სერიის ქართულ ტურნირზე „თრიალეთის თასზე" იასპარეზეს ესტონელი ნიინა პეტროკინა, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ერთეულ ქალთა შორის, რომელთანაც ბოლო სეზონებში სერიოზული კონკურენცია აქვს ჩვენს ანასტასია გუბანოვას, რომელიც ასევე წარსდგება გულშემატკივრის წინაშე. აქვე გეტყვით, რომ ანასტასია გუბანოვასთან ერთად, ქართულ გუნდს „თრიალეთის თასზე" ინგა გურგენიძეც წარმოადგენს.
ესტონელებს კიდევ ერთი საინტერესო წარმომადგენელი ეყოლებათ, მამაკაცთა ერთეულ თანრიგში, სელევკოებიდან ერთ-ერთი ძმა მიხაილი, რომელიც ბოლო სტარტებია ასევე ჩვენი ნიკა ეგაძის უშუალო კონკურენტია ხოლმე. ბოლომდე კი, ვერ „ეჭიდავება", მაგრამ მაინც...
რა თქმა უნდა ჩვენი გუნდი წარმოდგენილი იქნება სპორტულ ცეკვებში დიანა დევისი და გლებ სმოლკინი წყვილით. ხოლო სპორტულ წყვილებში ანასტასიას მეტეკლინასა და ლუკა ბერულავას ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ „თრიალეთის თასზე" ჩვენი ყველა წარმომადგენელი ახალი პროგრამით წარსდგება.
საერთო ჯამში, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის სასახლე აღნიშნულ ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე 20 ქვეყნის 80-მდე სპორტსმენს უმასპინძლებს.
ასე რომ სამი დღის მანძილზე ფიგურული ციგურაობის ქართველ გულშემატკივრებს საოცრად შთამბეჭდავი სანახაობა ელის.
1 ოქტომბერი
14:45 ქალები ( მოკლე პროგრამა)
17:00 გახსნის ცერემონიალი
17:45 სპორტული ცეკვები ( რიტმული ცეკვა)
20:50 კაცები ( მოკლე პროგრამა)
2 ოქტომბერი
15:00 სპორტული წყვილები ( მოკლე პროგრამა)
16:15 სპორტული ცეკვები( თავისუფალი ცეკვაა)
20:30 კაცები ( თავისუფალი პროგრამა)
3 ოქტომბერი
15:00 სპორტული წყვილები ( თავისუფალი პროგრამა)
17:30 ქალები ( თავისუფალი პროგრამა)





ჩვენ







