თქვენ ყოველთვის დარჩებით ამ გუნდისა და ქართული ფეხბურთის ისტორიის ნაწილი
თქვენ ყოველთვის დარჩებით ამ გუნდისა და ქართული ფეხბურთის ისტორიის ნაწილი
26.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ვილი სანიოლ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ზედიზედ ხუთი წაგებული მატჩის შემდეგ, ფრანგი სპეციალისტი, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან 2028 წლამდე დადებული კონტრაქტი აკავშირებდა რამაზ სვანაძით ჩაანაცვლეს. შეგახსენებთ, რომ „სვანამ", საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრები ორჯერ გაიყვანა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ამას გარდა, ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელისთვის, თაობა, რომელიც დღევანდელი ფორმაციის ნაკრების ბირთვს შეადგენს, ყველაზე ნაცნობი და ახლობელია. შესაბამისად, ახლა მწვრთნელს არ მოუწევს ელემენტარული, ფეხბურთელების გაცნობისა და ადაპტაციის რთული პერიოდი. მითუმეტეს, რომ უახლოესი თამაში ორ დღეში, 28 სექტემბერს არის. მანამდე კი, ვილი სანიოლის გუნდიდან წასვლას გიორგი მიქაუტაძე ეხმიანება:


„Merci pour votre confiance, pour tout ce que vous nous avez transmis et pour tous ces moments vécus ensemble"- მადლობა ნდობისთვის, ყველაფრისთვის, რაც მომეცით, ყველა მომენტისთვის, რომელიც ერთად გავიზიარეთ. გამარჯვებები, ბრძოლები, დაუვიწყარი ემოციები და უპირველესად, მოგონებები, რომლებიც ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში. მადლობა ძალისთვის, რომელიც მომეცით.


თქვენი წყალობით ჩვენ გავიზარდეთ, ვირწმუნეთ საკუთრი თავისა და ერთად დავწერეთ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფურცელი.


მინდვრის მიღმა, განსაკუთრებით გავუფრთხილდები ხალხს, რჩევებს და ყველაფერს, რასაც ამ წლების მანძილზე მიზიარებდით.


ვამაყობ, რომ ეს გზა თქვენთან ერთად გავიარე.


თქვენ ყოველთვის დარჩებით ამ გუნდისა და ქართული ფეხბურთის ისტორიის ნაწილი", - წერს გიორგი მიქაუტაძე პირად სოციალურ ქსელში.