
დღეს „დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშების ახალი ციკლის პირველი შეხვედრა გამართა, ჩვენი გუნდისთვის საკმაოდ უხერხულ მეტოქესთან, ჩრდ. ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთან, რომლის მწვრთნელმაც, გუშინ, მედიასთან შეხვედრისას არ დამალა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მის გუნდზე 5 წლით წინ არისო. მაიკლ ო'ნილმა აღნიშნა, რომ მათ კარგად ჰყავდათ შესწავლილი საქართველოს ნაკრები და ყველანაირად შეეცდებოდნენ ქართული გუნდის მთავარი ენერგიის წყარო გაენეიტრალიზებინა და რეალურად დღეს ეს, მათ გამოუვიდათ. ყველაზე მეტად, ქართული გუნდი დაცვის ხაზის მოთამაშეთა „უთამაშებლობიდან" გამომდინარე, ყველაზე მეტად ქართველ ქომაგს, სწორედ ჩვენი გუნდის დაცვაში თამაშის გვეშინოდა, თუმცა, დაცვამ და გიორგი მამარდაშვილმა კარგად გაართვეს ამოცანებს თავი.
მატჩის დასრულების შემდეგ, რომელშიც ჩვენი ნაკრები 0-1 დამარცხდა, შერეულ ზონაში, ფეხბურთელებმა თამაში შეაფასეს.

ხვიჩა კვარაცხელია: „პირველ რიგში, ალბათ ვხდებით, რომ ძალიან ცუდი მატჩი ვაჩვენეთ. ასეთ წაგებას, რა შეუძლება ვუწოდო, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ვფიქრობდით და როგორც თამაშმა აჩვენა, ალბათ, უპირატესობა ჩვენ უნდა გვქონოდა, მაგრამ ჩვენი დღე არ იყო. იმედნი მომენტი შევქმენით, 100%-იანი, 11-მეტრიანი მე ვერ გამოვიყენე. შეგვეძლო, რომ მარტივად მოგვეგო, მაგრამ არ გაგვიმართლა ჩემი აზრით. რა თქმა უნდა, თითოეულმა ჩვენთაგანმა, მიზეზები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ და სხვა ადამიანისკენ თითი არ უნდა გავიშვიროთ. ვფიქრობ და ბიჭებიც, საკუთრ თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას. ვგრძნობ, ამ „დანაშულს" დავარქმევდი მე პირადად. ეს დაწყება არ იყო კარგი, მაგრამ იმასაც აღვნიშნავ, ერთა ლიგის წინა გათამაშება დავიწყეთ ორი მოგებით, მაგრამ ისე დავასრულეთ, არ იყო ჩვენთვის საამაყო. ყველაფერი წინ არის, სამი თამაში გვაქვს, სამი შანსი ამის გამოსასწორებლად. ვფიქრობ, 28-ში, ქართველ გულშემატკივართან ერთად, იმ მუხტით, იმ თამაშში გამარჯვებას შევეცდებით. დავიბრუნებთ, ფორმას, რომელიც გვინდა რომ გვქონდეს.
არ ვიტყოდი, რომ გუნდი არეული იყო. როგორც გავაანალიზეთ მეტოქე, სრულიად საპირისპიროდ ითამაშეს. გვეგონა, რომ შუაში თამაშს დაგვიტოვებდნენ და ამას ავითვისებდით, მაგრამ პირიქით მოხდა, მთლიანად ჩაკეტეს შუა ზონა და არ გვქონდა პირველ ტაიმში მომენტი, მაგრამ მეორე ტაიმში, ვერავინ შეგვედავება, რომ ოთხი რეალური მომენტი გვგქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. ეს, 11-მეტრიანი... დღეს, თითოეულმა ფეხბურთელმა, ვერ შევძელით ისე გვეთამაშა, განსაკურებით შეტევაში. დაცვაში ბიჭები შესანიშნავად თამაშობდნენ, ბევრ ისეთ მომენტში გადაგვარჩინეს, რომელიც გოლი გვეგონა. „მამარდას" სეივიც იყო, რომელმაც დაგვტოვა თამაშში, მაგრამ ბოლო წუთზე, ძალიან სამწუხარო გოლი გავუშვით. პირადად მე, საკუთარ თავზე ვიღებ ამ პასუხისმგებლობას დღევანდელი მარცხის გამო და ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს".

გიორგი ქოჩორაშვილი: „არ დავმალავ, რომ პირველი ტაიმი ისეთი არ იყო, როგორსაც ველოდებოდით ჩვენ, ფეხბურთელები და გულშემატკივარი. შევეცადეთ, მეორე ტაიმში იგივე ტაქტიკის შეცვლით, ეს ყველაფერი გამოგვესწორებინა. გვგქონდა მომენტები გოლის გასატანად, ვერ მოვახერხეთ და დავისაჯეთ ბოლო წუთზე. წინ სამი თამაშია და შევეცდებით, ეს ყველაფერი გამოვასწოროთ.
მითითებები იყო, შევეცადეთ შეგვესრულებინა... პირველი ტაიმი მორჩა. იყო შეცვლა. თამაში შეიცვალა ტაქტიკურად, გადავედით 4-3-3-ზე . "ჩაკვეტა" შემოვიდა და თავის მხრივ, თავის სისწრაფეებს რთავს და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდზე კარგად მოქმედებს. გვგქონდა მომენტები გასატანი და ვერ გამოვიყენეთ. დანარჩენი, უკვე ბოლო წუთზე დავისაჯეთ".

ოთარ კიტეიშვილი: „ცუდი სტარტია. რა უნდა ვთქვა. ის არ არის, რასაც ვგეგმავდი და უნდა ყოფილიყო. ჩვენი გამოსასწორებელია. შეიძლება, კარგიც არის, რომ პირველ თამაშში მოხდა ეს ფაქტი.
არ ვარ სასტარტოში სათამაშოდ მზად. ვცდილობ, რომ მაქსიმალურად მეტი სათამაშო დრო მივიღო, მაგრამ ასე გადაწყვიტა სამწვრთნელო შტაბმა.
გულშემატკივართან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხალხის ის რაოდენობა დღეს არ იყო „დინამო არენაზე" იგრძნობოდა მუხტი. ძალიან ორგანიზებულად გვიჭერდნენ მხარს და ძალიან დიდი მადლობა მათ. რა თქმა უნდა ის შედეგი, რაც ყველას გვინდოდა, სამწუხაროდ ვერ ვაჩვენეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირველი თამაშია და ეს მხოლოდ დასაწყისია და ალბათ, ჯობდა, რომ პირველ თამაშში მომხდარიყო და არა მომდევნო თამაშებში. დასკვნებს გამოვიტანთ და ვიმუშავებთ ამაზე. თქვი, რომ მეტიც ჩვენგან, ფეხბურთელებისგან საჭირო, რომ მოედანზე გავაკეთოთ".

ჩვენი ნაკრები მომდევნო შეხვედრას 28 სექტემბერს, კვლავ "დინამო არენაზე", ამჯერად, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ანამდე კი, გეტყვით, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა, ქომაგს ჯერ კიდევ შეუძლია.
ფოტოები: თამარ ჯიშკარიანი





ჩვენ







