საქართველოს ნაკრები ფეხბურთელების განვითარებით დაახლოებით 5 წლით გვისწრებს
საქართველოს ნაკრები ფეხბურთელების განვითარებით დაახლოებით 5 წლით გვისწრებს
24.09.2026
ავტორი: მარიამ მესხი

საქათველოს ეროვნული ნაკრები 25 სექტემბერს უეფა-ს ერთა ლიგის პირველ ტურში დინამო არენაზე ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ ო'ნილმა პრესკონფერენცია გამართა და ძირითადად ჩრდ. ირლანდიელი მედიის კითხვებს უპასუხა.


მაიკლ ო'ნილი: „საქართველოს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, ძალიან კარგი გუნდია. ისინი დიდი ხანია ერთად არიან, შეთამაშებულები არიან და ვხედავთ,  მათ ფეხბურთელების პროგრესს. საქართველოს ნაკრები ფეხბურთელების განვითარებით დაახლოებით 5 წლით გვისწრებს. ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია. ჩემი აზრით, ის საუკეთესოა. რა თქმა უნდა, მას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, გავაცნობიეროთ, რომ კვარაცხელიას შეუძლია ინდივიდუალურად გადაწყვიტოს თამაშის ბედი. თუმცა რამდენიმე თვის წინ საფრანგეთს ვეთამაშეთ, მბაპეს, ოლისეს, დემბელეს და შესაბამისად, გვაქვს საუკეთესო ფეხბურთელებთან თამაშის გამოცდილება.


რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების თამაში კარგად გავაანალიზეთ. ვნახეთ რამდენიმე ასპექტი, რაც ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. კარგად მოვემზადეთ ამ თამაშისთვის, თუმცა არ ვიცით ვილი სანიოლი როგორ მოამზადებს მის გუნდს ხვალინდელი მატჩისთვის.


ჯორჯ ბესტი ის ფეხბურთელია, რომელმაც ჩრდილოეთ ირლანდია მსოფლიო ფეხბურთის რუკზე აღნიშნა. პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, საქართველო, ჩრდილოეთ ირლანდია, მნიშნელოვანია მსგავსი ფეხბურთელები, თქვენ ახლა ხვიჩა კვარაცხელია გყავთ, გიორგი ქინქლაძე, რომლების მსოფლიო ფეხბურთის რუკაზე ამ პატარა ქვეყნებს წარმოაჩენენ.


აიზეკ პრაისი: „არ მაქვს ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება, თუმცა ვუყურებთ მათ წარმატებას პსჟ-ში და სხვა გუნდებშიც და მაღალი დონის ფეხბურთელები არიან.