ეროვნულმა ნაკრებმა სექტემბერ-ოქტომბრის თამაშებისთვის მზადება დაიწყო
ეროვნულმა ნაკრებმა სექტემბერ-ოქტომბრის თამაშებისთვის მზადება დაიწყო
21.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს დილიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა უეფა-ს ერთა ლიგის მოახლოებული თამაშებისთვის შეკრება დაიწყეს. სასტუმროში გამოცხადების შემდეგ, დღესვე, მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე 17 ფეხბურთელის შემადგელობით, პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.


ფედერაციის სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, მეორე ნაწილი დავით კერესელიძე, ჯიმი ტაბიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიზი და ოთო მამაგეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი გაგუა, გიორგი კვერნაძე და ხვიჩა კვარაცხელია სავარჯიშო პროცესს 22 სექტემბრიდან შეუერთდებიან.


ორკვირიანი შეკრების დროს საქართველოს ეროვნული ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს. 25 სექტემბერს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, 28 სექტემბერს კი, უკრაინას დაუპირისპირდება. ამის შემდეგ, ჩვენი ნაკრები  2 ოქტომბერს, ბუდაპეშტში გაემგზავრება, სადაც უნგრეთს დაუპირისპირდება, ხოლო 5 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება ამ მარათონული სანაკრებო ფანჯრის ბოლო შეხვედრას გამართავს.


ოქტომბრის შეკრებაზე გამოძახებულნი არიან მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული", ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („გიოზთეფე", თურქეთი), დავით კერესელიძე („დილა", საქართველო);  მცველები: ლუკა ლოჩოშვილი („კიოლნი", გერმანია), ლაშა დვალი („ცსკა 1948", ბულგარეთი), საბა გოგლიჩიძე („მონცა", იტალია), ილია ბერიაშვილი („მტკ ბუდაპეშტი", უნგრეთი), საბა საზონოვი („ხეტაფე", ესპანეთი), ჯემალ ტაბიძე („ქაისერისფორი", თურქეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", პოლონეთი), საბა ხარებაშვილი („ბაშაქშეჰირი", სტამბოლი); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სევილია", ესპანეთი), გიზი მამაგეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი („რაიო ვალეკანო", ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („ჩიკაგო ფაიერ", აშშ), ოთარ მამაგეიშვილი („ვოლფსბერგი", ავსტრია), ნოდარ ლომინაძე („ტორპედო", საქართველო), ირაკლი იეგოიანი („ექსელსიორი", ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე („უდინეზე", იტალია), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი", საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), გიორგი აბუაშვილი („მეცი", საფრანგეთი), გიორგი გაგუა („დუნაისკა სტრედა", სლოვაკეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი", გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი", ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი


აქვე შეგახსენებთ, რომ ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ნოემბრის შუა რიცხვებში ჯერ თბილისში დაუპირისპირდება უნგრეთს, ხოლო უეფა-ს ერთა ლიგის საკვალიფიკაციო ჯგუფის ბოლო შეხვედრას 17 ნოემბერს კოშიცეში გამართავს.


სფფ-ის ფოტო