ამჯერად, მხოლოდ ირაკლის საგოლე გადაცემით შემოვიფარგლეთ
ამჯერად, მხოლოდ ირაკლის საგოლე გადაცემით შემოვიფარგლეთ
20.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

21 სექტემბრიდან საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის თამაშებისთვის დაიწყებს შეკრებას მანამდე კი, ვნახოთ რა ხდება, ნაკრებში გამოძახებული ქართველი ლეგიონერების საკლუბო ცხოვრებაში და დავიწყოთ იტალიის სერია A-დან, სადაც მიმდინარე სეზონში სამი წარმომადგენელი გვყავს.


იტალიის სერია A-ში გიორგი ჩაკვეტაძეს, ნელ-ნელა სათამაშო დრო ეზრდება. მე-5 ტურის საშინაო შეხვედრაში, „უდინეზე" მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა „კალიარისთან" და ამ ტურის შემდეგ, 4 ქულით მე-13 ადგილზეა და მიუხედავად იმისა, რომ ტური ხვალ გრძელდება, მომდევნო ტურამდე ეს მოცემულობა აღარ შეიცვლება. ქართველი თამაშში მეორე ტაიმის დასაწყისიდან ჩაერთო. ფაქტია, რომ ნაკრებში გამომგზავრებამდე, კარგია, რომ „ჩაკვემ" ფეხი ოდნავ მაინც „გამართა". აქვე გეტყვით, რომ ხვალ, 17:00 საათზე გიორგი კვერნაძის „ფროზინონე", „კომოს" უმასპინძლებს. ამავე ტურის გახსნით დღეს, საბა გოგლიჩიძის „მონცამ" 2-1 დაამარცხა „სასუოლო". ქართველი განაცხადში იყო, თუმცა, არ უთამაშია.


მორიგი საგოლე მოქმედება, ამჯერად საგოლე გადაცემა არის ნიდერლანდების ერედივიზიონში ირაკლი იეღოიანის ანგარიშზე. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის გუნდმა „ექსელსიორმა", მე-7 ტურის გასვლით შეხვედრაში 2-2 ითამაშა „აიაქსთან". ანგარიშ მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა, ირაკლის გადაცემის შემდეგ, 62-ე წუთზე სლიტმა გაიტანა და სტუმრები დაწინაურდნენ. თუმცა, „აიაქსმა" ორ წუთში გაათანაბრა და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა. ქართველმა ტრადიციულად სრული მატჩი ჩაატარა. მისი გუნდი კი, სანაკრებო შესვენებამდე სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-7 ადგილზეა.


ესპანურ ლა ლიგაში მე-7 ტური გაიმართა. გიორგი წიტაიშვილის „რაიო ვალეკანომ" გასვლითი შეხვედრა „ოსასუნასთან" ფერდ 1-1 ითამაშა. ქართველი მოედანზე, მხოლოდ 71-ე წუთზე გამოჩნდა. ალბათ, ყველაზე მეტაც, ახლა რაც გვაფიქრებს „წიტას" სათამაშო დროა. მისი გუნდი კი, ტურის დასრულებამდე 8 ქულით მე-9 ადგილზეა.


გიორგი გულიაშვილის „რასინგი" გასვლით შეხვედრაში 5-0 განადგურდა „სელტა ვიტოსთან". ჩვენებური, სათამაშოდ, 75-ე წუთზე გამოჩნდა. სანაკრებო შესვენებამდე, სანტანდერელები 7 ქულით, მე-14 ადგილზე არიან. აქვე შენიშვნის სახით, კონტექსტიდან გამომდინარე შეგახსენებთ, რომ „გულიშა" ამ ჯერზე ნაკრებში არაა გამოძახებული. ხვალ, საბა საზონოვის „ხეტაფე" „მალაგას" უმასპინძლებს. ჟორჟის „ვილიარეალი" კი, „ლევანტეს" შეხვდება.


გერმანიის ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნი" გასვლით შეხვედრაში 2-1 დამარცხდა „ჰამბურგთან". ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა მცველს 98 ზუსტი გადაცემა და 5 მოგერიებული ბურთი ჰქონდა აქტივში, მიმდინარე სეზონში მას, თუმცა ისევე როგორც „კიოლნის" დაცვის ხაზის მოთამაშეებს, ყველაზე დაბალი შეფასება ჰქონდა. 4 ტურის შემდეგ „კიოლს" 4 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა.


საფრანგეთის ლიგა 2-ში გიორგი აბუაშვილის „მეცი" ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენს" დაუზავდა. ალბათ, ახლა ბიჭები, „კვარას" დაელოდებიან, რომელსაც საფრანგეთის ლიგა 1-ის მატჩი ელის და შემდეგ, ერთად გამოფრინდებიან თბილისში. მანამდე კი, ლიგა 2-ის ხსენებულ შეხვედრაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო თამაში და სრული მატჩი ჩაატარა „აბუმ", აი ზურიკო კი, მოედანზე, 58-ე წუთზე გამოჩნდა. 7 ტურის შემდეგ, „სენტ ეტიენი" 16 ქულით პირველ ადგილზეა, „მეცი" კი, 10 ქულით ამ ეტაპზე მე-5 ადგილზეა.


ბულგარეთის პირველი ლიგაში თანაქალაქელებთან გასვლითი შეხვედრა გამართა ლაშა დვალის „ცსკა 1948" და დაძაბულ ბრძოლაში, თუნდაც, იქიდან გამომდინარე, რომ მასპინძლებს, ბოლო წუთზე, VAR-მა გოლი გაუუქმა, 1-2 გაიმარჯვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, რომელსაც რამდენიმე თამაში გაუცდა, სასტარტოდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა.


დღეისათვის აქ შევჩერდეთ, დანარჩენი უკვე 20 სექტემბრის ლეგიონური დღის შეჯამებისას.