კსუ-ს ფუტსალის გუნდმა ერთ სეზონში სამი ტიტული მოიგო
კსუ-ს ფუტსალის გუნდმა ერთ სეზონში სამი ტიტული მოიგო
15.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალში, სუპერ თასის შეხვედრა გაიმართა. 2026 წლის გამარჯვებული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდია. ფინალურ შეხვედრაში კსუ ბოლო წლების ტრადიციულ მეტოქეს „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანს" დაუპირისპირდა.


ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა. კსუ-ელებმა მეტოქეს ბურთი კარის სიახლოვესთან მოპარეს, ნიკა ხარატიშვილმა კი, ანგარიში გახსნა, 0-1. მე-12 წუთზე ნოდარ ქურცაძემ დამუშავებული სტანდარტულიდან ანგარიშ ორამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ლუკა ხარშილაძე, რომელსაც პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი „სეივი" დაუგროვდა. მისმა გუნდმა კი, გოლი ტაიმის მიწურულს გაქვითა. ვახო ჯვარაშვილმა მოახერხა ბურთის მოპოვება და ლევან სვანიძეს გადააწოდა, რომელმაც გაიტანა. ტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, კიდევ ერთი გოლი ნიკოლოზ გაბრიჩძემ გაიტანა. პირველი ტაიმი ფრედ, 2-2 დასრულდა.


მეორე ტაიმის სტარტზევე „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი" ამ შეხვედრაში პირველად დაწინაურდა. კვლავ სტანდარტული, რომელსაც ლევან სვანიძე დაამატა და დუბლიც გაიფორმა, 3-2. თუმცა, კსუ-ელებმა მალევე მოახერხეს გათანაბრება, 25-ე წუთზე გიორგი ჩიმაკაძემ უძლიერესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, 3-3. 27-ე წუთზე კი, კსუ უკვე ანგარიშში წინ იყო, 3-4. ლუკა ხარატიშვილმა ერთი ბურთი კი მოიგერია, თუმცა, იქვე ნიკა ხარატიშვილმა დუბლი გაიფორმა. საკმაოდ კურიზული გოლით გათანაბრდა ანგარიში 32-ე წუთზე. ბურთის აუტიდან შემოტანიდან კსუ-თა კარში ავტოგოლი გავიდა და წონასწორობა კვლავ აღდგა. ამ შეხვედრის გადამწყვეტი გოლი კი, 36-ე წუთზე ჩიმაკაძის ეფექტური თამაშისა და გადაცემის შემდეგ, კვლავ ხარატიშილმა „ჩაკეტა" და ამ შეხვედრაში ბოლოჯერ, კსუ დააწინაურა 4-5.


ამრიგად, საქართველოს ჩემპიონობისა და საქართველოს თასის მოპოვების შემდეგ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი საქართველოს ფუტსალის სუპერთასის გამარჯვებულიც არის. ამას გარდა, პირველად  გუნდმა სამივე ტიტულის ერთ სეზონში მოგება მოახერხა.