სან სიროზე სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა
სან სიროზე სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა
15.09.2026
ავტორი: მარიამ მესხი

იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურის მატჩში გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზე" სტუმრად ინტერს დაუპირისპირდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის დებიუტი „უდინეზეს" შემადგენლობაში სან სიროზე შედგა. „ჩაკვე" უდინელთა შემადგენლობაში ტრავმის შემდეგ მეორედ მოხვდა, თუმცა, ამჯერად „ინტერის" წინააღმდეგ მატჩში 73-ე წუთიდან ჩაერთო.


მატჩი უხვგოლიანი გამოდგა. „უდინეზე" მე-9 და მე-16 წუთებზე აბანკვასა და ეკელენკამპის გოლებით 2-0 დაწინაურდა, თუმცა მილანელებმა ანგარიშის გათანაბრება პირველივე ტაიმში მოახერხეს. მეორე ტაიმი კი, ინტერის სრული უპირატესობით მიმდინარეობდა სამი გოლიც გაიტანეს. საბოლოო ანგარიში კი, 90-ე წუთზე, იდრისა გეიმ დააფიქსირა, 5-3. მეოთხე ტურის შემდეგ,ჩაკვეტაძის „უდინეზე" იტალიის ჩემპიონატში 4 ქულით მე-13 ადგილზეა.


საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-6 ტურში გიორგი აბუაშვილის „მეცი" „რედ სტარს" ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით, 0-1 დამარცხდა. აბუაშვილმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და თამაშში 78-ე წუთიდან ჩაერთო. მატჩში ერთადერთი გოლი 58-ე წუთზე, იკანგამ გაიტანა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა. მე-6 ტურის შემდეგ კი, აბუაშვილის „მეცი" 9 ქულით მეექვსე ადგილზეა. საფრანგეთის მეორე ლიგას 15 ქულით ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი" ერთპიროვნულად ლიდერობს.


ლა ლიგაში კი, ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალმა" „რეალ ბეტისს" სერამიკაზე უმასპინძლა. ქართველი ფორვარდის გუნდი კვლავაც საშინელ ფორმაშია და ესპანეთის ჩემპიონატში ისევ გამარჯვების გარეშეა. ამჯერად ყვითელი წყალქვეშა ნავი „ბეტისთან" 1-2 დამარცხდა. ჟორჟმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა. მეხუთე ტურის შემდეგ „ვილიარეალი" ესპანეთის ჩემპიონატში ორი ქულით მეთვრამეტე ადგილზეა და გასავარდნ ზონაში იმყოფება