
ეროვნული ლიგის 25-ე ტური დღეს თბილისში, ორსაათიან შუალედში გამართული ორი შეხვედრით დასრულდა. ორივე ფრედ და შესაბამისად, სატურნირო ცხრილშიც, დიდი ცვლილებები ამას არ მოჰყოლია. სავარაუდოდ კიდევ ორი ტურის მანძილზე „რუსთავი" და ბათუმის „დინამო" პირველ-მეორე პოზიციებს შეინარჩუნებენ.
აი, „დინამო თბილისმა" კი, ერთ ქულაში მიახლოებოდა ცხრილის ლიდერებს, დღეს ისევ ისე გაუშვა ხელიდან, როგორც ეს სხვა შემთხვევებში გაუკეთებია. არადა, „მეშახტესთან" შეხვედრაში, რომელიც ბოლო ადგილზე, ქეცბაიას გუნდი ფურცელზეც და როგორც თამაშმა აჩვენა მოგვიანებით ფავორიტი იყო. მეორე ტაიმის სტარტზეც დინამოელებმა მოახერხეს ბურთი გაკონტროლება. შეხვედრის ამ მონაკვეთის პირველ ათ წუთში მხოლოდ მაქსიმ ტეიშეირასა და ჰალიდ დოლტმურზიევს ჰქონდათ გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა. მათე ვაწაძეს მომენტში 53-ე წუთზე ბურთი ძელს მოხვდა, მომენტი გაგრძელდა და დოლტმურზიევსაც მორიგი მცდელობა ჰქონდა, თუმცა, ამჯერად მას ტყიბულელთა მეკარემ ლევან შოვნაძემ იმარჯვა. ზოგადად, ის, რომ „მეშახტემ" დღეს კარი მშრალად შეინახა, სწორედ მათ კარის მცველს უნდა უმადლოდენ. მე-60 წუთზე თბილისელებს ახალგაზრდა მცველი ნიკა უგრეხელიძე გაუგდეს. თუმცა, 10-კაციანი „დინამოც" უფრო სახიფათო იყო. 77-ე წუთზე სტუმართა კარში მსაჯმა ჯერ, 11-მეტრიანი დანიშნა, ვითომდა ხელით თამაშის გამო, მაგრამ შემდეგ, VAR-ის რჩევით აზრი შეიცვალა, თუმცა, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით და რა რეგულაციითაც ამ ბოლო დროს მსაჯები ხელმძღვანელობენ, მომენტი ამ ე.წ. „ხელით თამაშამდე" მომენტიდან უნდა გადახედილიყო, რადგან შესაძლოა პენალტი უფრო წინა ეპიზოდზე იყო დასადები. თუმცა, ახლა უკვე ჩავლილი ამბავია, შეხვედრა კი, ფრედ, 0-0 დასრულებული.
ფრედ, მხოლოდ 1-1 დასრულდა მატჩი, „პეტრო არენაზე", სადაც „გაგრამ" „ტორპედოს" უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში ქუთაისელებმა მოახერხეს ბურთის ფლობა, კარში, მხოლოდ ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლადო მამუჩაშვილის დარტყმული ჩაიწერა აქტივში. თუმცა, შესვენებაზე „ტორპედო" ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა. 21-ე წუთზე კუთხურის შემდეგ, ბურთი ზურაბ ჭავჭანიძეს შეეხო, მიმართულება ოდნავ შეიცვალა და კარში შევიდა. მეორე ტაიმი, პირველთან შედარებით უფრო სანახაობრივი იყო, საქმე გამოჩნდა ოთო გოშაძესაც, იმდენი არა, რაც სხვა თამაშების დროს, თუმცა, მაინც. აი, დავით მუჯირი კი, რომელიც მეორე ტაიმში გამოჩნდა მოედანზე მასპინძელთა გამოცოცხლების ერთ-ერთი მიზეზიც შეიძლება იყო. თუმცა, ისევე, როგორც გურამ გოშთელიანი. სწორედ, ამ ორი ფეხბურთელის ქმედებას, მუჯირის გადაცემას, 74-ე წუთზე გოშთელიანის ეფექტური თამაში და გოლი მოჰყვა. მატჩის მიწურულს, სრულია უწყინარ სიტუაციაში, მათე ცინცაძემ წითელი მიიღო, მსაჯთან კამათისთვის და მინდვრის დატოვება მოუხდა.
სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე.
ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ელიგის მომდევნო 26-ე ტური 13 და 14 სექტემბერს არის ჩანიშნული.
ფოტო: (C) სკ "გაგრა" / ხატია დვალიძე





ჩვენ







