სამი სადებიუტო გოლი ახალ სეზონში - ქართული ლეგიონის ამბები
სამი სადებიუტო გოლი ახალ სეზონში - ქართული ლეგიონის ამბები
07.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

 

ვიდრე ევროპის კონტინენტზე ახალი დღის, 6 სექტემბრის ათვლა დაიწყებოდა, პლანეტის მეორე ნაწილში საბა ლობჟანიძემ გაიტანა. „რეალ სოლტ ლეიკსა" და „ლოს ანჯელესის" დაპირიპირებაში სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა,  მათი სიხარული, სულ რაღაც 4 წუთი გაგრძელდა ქართველის წყალობით, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა და ზოგადად, ამ შეხვედრაში, საკმაოდ აქტიური იყო და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. ეს საბას სადებიურო გოლი იყო ახალი „რეალ სოლტ ლეიკის" მაისურით ოფიციალურ თამაშებში. აქამდე ქართველს სამი საგოლე გადაცემა ჰქონდა. მიუხედავად „ლობჟანას" მიერ გატანილი გოლისა, პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს და მასპინძლებსაც გარჯა მოუხდათ ქულის გადასარჩენად გარჯაც მოუხდათ. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა. ამ მომენტისთვის საბას გუნდი, აშშ-ს დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილზეა.

 

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. ეს მიმდინარე სეზონში, ბუდუს მეორე გოლია აღნიშნულ ლიგაში. ქართველმა, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 85 წუთი გაატარა. გამარჯვების გოლი კი, ქართველმა „გროიტერ ფიურტისა" და „ჰაიდენჰაიმის" დაპირისპირებაში, მე-12 წუთზე გაიტანა და საკუთარ გუნდს გასვლით შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 0-1 მოაგებინა. ქართველმა საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა, რაც სანაკრებო შეკრების წინ, ქართველებს იმედიანად გვამყოფებს. „ჰაიდენჰაიმი" კი, 4 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში 9 ქულით, მე-3 ადგილზეა.

 

იტალიის სერია A-ში სადებიუტო გოლი გაიტანა გიორგი კვერნაძემ. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს მიმდინარე სეზონში ანგარიშზე უკვე ჰქონდა 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა, თუმცა, ის კოპა იტალიის 1/32 ფინალში მოახერხა. ამჯერად კი, 23 წლის ქართველმა ევროპის ტომ ხუთი ჩემპიონატიდან იტალიურის მე-3 ტურში 83-ე წუთზე მოახერხა გატანა და „ფროზინონესთვის" „ვენეციას" წინააღმდეგ გამართულ საშინაო შეხვედრაში 3 ქულაც მოუტანა.  „კვერნას" კარგი თამაში ჰქონდა და ბევრიც გაისარჯა. იყო მომენტი, როდესაც ქართველის გუნდი ორბურთიანი სხვაობით იგებდა, თუმცა, სტუმრებმა მეორე ტაიმში მოახერხეს გათანაბრება და სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ, ფსიქოლოგიური უპირატესობითაც სარგებლობდნენ, ვიდრე ქართველმა ეს „იდილია" არ დაარღვია და გამარჯვების გოლი არ გაიტანა, 3-2. სამი ტურის შემდეგ, სწორედ, კვერნაძის გოლის წყალობით, სერია A-ში ამოსული „ფროზინონე", 6 ქულით მე-7 ადგილზეა. ყოველ შემთხვევაში, ტურის დასრულებამდე.

 

იტალიის სერია A-ში ფრედ, 1-1 ითამაშა საბა გოგლიჩიძის „მონცამ" „პარმასთან" გასვლაზე. ქართველი განაცხადში იყო, თუმცა, არ უთამაშია. ამ ტურის დასკვნით დღეს, ხვალ, 7 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე, გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზე" „ლაციოს" უმასპინძლებს. თუმცა, ქართველის მონაწილეობა ხვალინდელ მატჩში, ტრავმიდან გამომდინარე, კვლავ საეჭვოა.

 

ესპანეთის ლა ლიგაში მე-4 ტურის შეხვედრა გამართა გოირგი ქოჩორაშვილის „სევილიამ", რომელმაც გასვლაზე „ესპანიოლთან" ფრედ, 1-1 ითამაშა. თავიდანვე ვთქვათ, რომ „ქოჩორამ" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის, 54-ე წუთზე შეცვალეს. ანგარიში ამ შეხვედრაში 85-ე წუთზე სტასინის გოლით „სევილიამ" გახსნა, რომელიც ამ დროისთვის 10 ფეხბურთელით იყო დარჩენილი. თუმცა, „ესპანიოლმა" ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მასპინძლებმა ქულა გადაარჩინეს. ამ ტურის შემდეგ, ოთხი ტურის შემდეგ, „ქოჩორას" გუნდი 7 ქულით, მე-7 ადგილზეა.

 

ესპანური ლა ლიგის მიმდინარე ტურის მორიგ შეხვედრას ხვალ, 7 სექტემბერს გამართავს საბა საზონოვის „ხეტაფე". თბილისის დროით 21:00 ის, „სელტა ვიგოს" უმასპინძლებს.

 

ლა ლიგა 2-ში კი, გიორგი გოჩოლეიშვილის „კადიზი" გასვლაზე „ალმერიასთან" 3-2 დამარცხდა. ქართველმა ამ შეხვედრაშიც სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ისიც 54-ე წუთზე შეცვალეს. ამ შეხვედრაში პირველ ტაიმში ოთხი გოლი გავიდა, მასპინძლები  შესვენებაზე გასვლისას 3-1-ს იგებდნენ. მატჩის მიწურულს კი, სხვის კარში გატანილი გოლებიც არ იკმარეს და საკუთარშიც გაიტანა.

 

პოლონურ ექსტრაკლასაში მე-7 ტურის მატჩი დამარცხდა ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია". ქართველის გუნდმა, 81-ე წუთზე 11-მეტრიანით გაშვებული გოლის წყალობით, მინიმალური ანგარიშით, 0-1 წააგო. „კაკაბამ" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის გუნდი 7 ტურის შემდეგ, 8 ქულით მე-11 ადგილზეა.

 

დღეს, ეს თამაშები ვიკმაროთ, მითუმეტეს, რომ ხვალ კიდევ არის თამაშები. ჩვენც შევეცდებით იმ ლეგიონერებზე გიამბოთ, რომლებიც შესაძლოა სანაკრებო განაცხადში ვიხილოთ.