დღე, როცა ნავსი გატყდა - 50 წლის შემდეგ „დინამო არენაზე“ დღეს 3 სექტემბერი გაიხსენეს
დღე, როცა ნავსი გატყდა - 50 წლის შემდეგ „დინამო არენაზე“ დღეს 3 სექტემბერი გაიხსენეს
03.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე „დინამო არენა" სექტემბრის თვის სანაკრებო თამაშებისთვის ემზადება, სტადიონის მეიდა-სივრცემ დღეს, ახალი სპორტული წიგნისა და დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციას უმასპინძლა. თემა „დინამო თბილისი" და ამ ლეგენდარული ქართული საფეხბურთო კლუბის კიდევ ერთი თარიღია - 1976 წლის 3 სექტემბერი, დღე, როდესაც დინამოელებმა სსრკ-ს თასი მოიგეს.


ფეხბურთის გულშემატკივარს, ნაწილს ემახსოვრება, უფრო დიდმა ნაწილმა კი, გადმოცემით იცის, რომ 1936 წლიდან  მოყოლებული, როდესაც სსრკ-ს თასის გათამაშება დაიწყო, 1976 წლამდე „დინამომ" 5-ჯერ (1936, 1937, 1946, 1960, 1970 წლებში) ითამაშა „ბროლის თასის" ფინალში  და ყველა წააგო. ვიდრე არ დადგა 1976 წლის 3 სექტემბერი. ამ დღეს, ქართულმა კლუბმა თასი ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით მოიპოვა. „დინამო თბილისმა", ერევნის „არარატი" 3-0 დაამარცხა. ფინალურ შეხვედრაში კი, გოლები დავით ყიფიანმა, ფირუზ კანთელაძემ და რევაზ ჩელებაძემ გაიტანეს.


„მე ეს თამაში არ მინახავს, მაგრამ თუ, არ იცი შენი ისტორია, ვერასდროს განვითარდები. კარგია, რომ ამ ფილმითა და ამ წიგნით, მომავალი თაობა, ამ საინტერესო ამბის გაგებას მოახერხებს", - იტყვის ედუარდ კალანტარიანი, სომხეთის სპორტული-მედიის ხელმძრვანელი, რომელიც თბილისში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.


სპორტული ჟურნალისტის ილია ბაბუნაშვილის წიგნი „ჩემი გაზაფხულის ფეხბურთი", რომლის პრეზენტაციად დღეს გაიმართა 300-იანი ტირაჟით დაიბეჭდა. წიგნი ე.წ. B5-ის ფორმატის არის და 96 გვერდზე, ბევრი საინტერესო ისტორიაა მოყოლილი, ფოტო-მასალასთან ერთად.  


გიგა გვენცაძის ფილმის „ახალი გუნდი (ფინალი №6)" პრემიერა. ალბათ, მიხვდით, ფინალი №6, სწორედ ზემოთ ხსენებული ხუთი წარუმატებელი ფინალის შემდეგ, იმ მე-6 ფინალს უკავშირდება, რომელშიც დინამოელებმა „ნავსი" გატეხეს და ახალ მწვრთნელთან, ახალი ხედვითა და მიზნებით, ახალი ისტორიის წერა დაიწყეს. ფილმი, ძირითადად, საქართველოს საზოგადოებრივი არხის საარქივო მასალის მიხედვით არის აწყობილი და ქრონომეტრაჟით 45-50 წუთის ხანგრძლივობისაა.


ფილმში, ლეგენდარული სომეხი ფეხბურთელი ხორენ ოგანესიანი, რომელიც იმ ფინალში ერევნის „არარატის" ღირსებას იცავდა ალალად აღიარებს, რომ „დინამო თბილისი" იმ დღეს მათ გუნდს აშკარად სჯობდა. ისე, რა დაგიმალოთ და ამ თარიღის შემდეგ, პირადად მე რაც მახსენდება, ამ ორი მეზობელი ქვეყნის კლუბს შორის სასწორი თბილისელთა მხარეს იყო გადმოხრილი, თუმცა, ეს სულ სხვა ისტორიაა.


სხვათა შორის, დღევანდელ ღონისძიებას, ყოფილი დინამოელი და ამჟამინდელი „დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაც ესწრებოდა. „ქეცბასთან" ერთად, „ახალგაზრდა" დინამოელებიდან სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იყო. რადგან სიტყვამ დამსწრეები მოიტანა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ღონისძიებას უკვე ხსენებული სტუმრების გარდა, სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის, სომხეთიდან მოწვეული სტუმრები, ქართული სპორტული მედიის წარმომადგენლები, ვეტერანი გულშემატკივრები და რა თქმა უნდა, თავად, ამ ღონისძიების მთავარი მიზეზი, გასული საუკუნის 70-იანი წლების დინამოელებიც ესწრებოდნენ. ფეხბურთელები, რომლებიც დღემდე საქართველოში საკულტონი არიან.


და ბოლოს, ამ ისტორიული გამარჯვების 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად „დინამო არენის" შესასვლელთან გაიხსნა მემორიალური დაფა.


მოკლედ, რომ შევაჯამოთ - გამომდინარე იქიდან რომ სტუმრების სიმრავლიდან გამომდინარე დღეს წიგნი არ შემხვდა, ავტორი კი, დამპირდა უახლოეს დღეებში, გადმომცეს, მიჭირს თქმა რამდენად „გემრიელად" იკითხება, თუმცა, ილიას პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ვიცი, ასეც იქნება. აი ფილმი კი, ნამდვილად „გემრიელი" საყურებელია.