ცხრა ქართველი ლეგიონერი უეფა-ს სამ ევროტურნირზე
ცხრა ქართველი ლეგიონერი უეფა-ს სამ ევროტურნირზე
28.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდი უეფა-ს ორ ევროტურნირზე ასპარეზობდა. მათგან მხოლოდ ერთი, ხორვატული „რიეკა" რომელშიც თორნიკე მორჩილაძე ირიცხება, ევროტურნირებს გამოაკლდა.


უეფა-ს ევროპა ლიგაზე ანრი მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატიამ" ერევანში ვერ მოახერხა „არარატ არმენიას" ბარიერის დაძლევა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა რუმინეთში ფრედ, 1-1 დასრულდა. მას შემდეგ, რაც 90-ი წუთი ამოიწურა, ანგარიში კი, ფრე, 0-0 იყო, შესაბამისად, ყველა დამატებითი ტაიმებისთვის ემზადებოდა, მსაჯმა ძირითად დროს გვარიანად დიდი დრო დაამატა. მატჩისთვის მე-8 დამატებულ წუთზე კი, სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც სანდრო ლიმას მეკარემ აუღო, თუმცა, ბურთს პირველი კვლავ ლიმა დაეუფლა და ევროპა ლიგის ჯგუფში მოსახვედრი საგზურის გოლი გაიტანა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა. ახლა, „მექვაბას" გუნდი უეფა-ს, რანგით მესამე ტურნირში, კონფერენს ლიგის ჯგუფში აიასპარეზებს.


უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგაზე ვახო ჭანტურიშვილის „იაბლონეცმა", საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში „რეინჯერსი" ორი შეხვედრის ჯამში დაამარცხა და გათამაშების მთავარ ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ჩეხური კლუბი პირველი რაუნდის შემდეგ აგებდა, თუმცა, მინიმალური ანგარიშით. ამ ვითარების გამოსწორება კი, საპასუხო შეხვედრაში, 73-ე წუთზე ქართველმა მოახერხა. ჭანტურიშვილის გოლის წყალობით, „იაბლონეცმა" ძირითადი დრო 1-0 მოიგო. ორი შეხვედრის ჯამში კი, ფრე, 1-1 დაფიქსირდა. შესაბამისად, დაინიშნა დამატებითი დრო, რომელმაც ასევე, ვერ გამოავლინა გამარჯვებული და საბოლოოდ, ამ წყვილის ბედი 11-მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა.  „იაბლონეცმა" 4-3 მოიგო და როგორც უკვე აღვნიშნეთ, გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.


მძიმე ტრავმითა და შეიძლება ითქვას, სპორტული უიღბლობით გამოწვეული გრძელი იძულებითი შესვენების შემდეგ, საბა საზონოვი ნელ-ნელა ეგუება ახალ გუნდსა და გარემოს. ის, რომ ხოსე ბორდალასმა საზონოვს, ისეთ მნიშვნელოვან მატჩში, როგორიც დღეს იყო ბელგრადის „პარტიზანის" წინააღდეგ, სასტარტო შემადგენლობიდან მისცა თამაშის დაწყების შანსი, ბევრზე მეტყველებს. საბას რომ ნდობა აქვს მწვრთნელისგან ამაზე, ცნობილი ესპანური გამოცემებიც წერენ. შესაბამისად, ის რომ ქართველი მცველი 37-ე წუთზე შეცვალეს, მისით უკმაყოფილებას არ  უკავშირდება. უბრალოდ, საბამ 21-ე წუთზე უხეში თამაშის გამო ყვითელი ბარათი მოიგო. ამასთან საკმაოდ აგრესიულადაც თამაშობდა. შესაბამისად, ის შეცვალეს, მისმა „ხეტაფემ" კი, 2-1 წააგო. მიუხედად ამისა, პირველ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების წყალობით, საზონოვის გუნდი უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის ჯგუფში ითამაშებს.  


და ბოლოს, აქვე შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ევროპა ლიგის უეფა-ს მთავარ საკლუბო ტურნირზე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი", გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი", ირაკლი აზაროვის „შახტარი" და გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული" იასპარეზებენ. უეფა-ს ევროპა ლიგაზე ითამაშებს ოთარ კიტეიშვილსა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმი". ხოლო, ანრი მექვაბიშვილის, საბა საზონოვისა და ვახო ჭანტურიშვლის გუნდები უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგაზე.