მიხეილ მესხზე ტრიბუნიდან ჩამოვარდნილ პოლონელ ქომაგს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება
მიხეილ მესხზე ტრიბუნიდან ჩამოვარდნილ პოლონელ ქომაგს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება
28.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს თბილისში, მიხეილ მესხზე, უეფა-ს ევროპა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო მატჩის შემდეგ, როდესაც პოლონური „იაგელონიას" გულშემატკივარი გუნდთან ერთად, გამარჯვებას აღნიშნავდა, ტრიბუნიდან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ქომაგი გადმოვარდა, დაახლოებით ორი მეტრის სიმაღლიდან და გონება დაკარგა. იქვე იმყოფებოდა თამაშზე მომსახურე ორი სასწრაფო ბრიგადა და პოლონური კლუბის სამედიცინო სტაფიც. დაზარალებულს ერთობლივად აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ჩაუტარდა CT (ე.წ. „კა-ტე") და დადგინდა, რომ კონტუზიური კერები ჰქონდა დაზიანებული თავის ტვინში.


გამომდინარე იქიდან, რომ გულშემატკივარი იყო ნასვამი, კონკრეტულ მომენტში მისი ცნობიერების შეფასება შეუძლებელი იყო. ჩვენი იფორმაციით,  უკვე MRT-ზე მოგვიანებით დადგინდა, რომ პოლონელ გულშემატკივარს კისრის მე-2 და მე-3 მალის მოტეხილობა აქვს. ასევე, შინაგანი სისხლდენა მუცლის ღრუში.


ბოლო ინფორმაციით, პოლონელ ქომაგს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.