15-წლამდე გოგონათა გუნდი უეფა-ს განვითარების თასზე იასპარეზებს
15-წლამდე გოგონათა გუნდი უეფა-ს განვითარების თასზე იასპარეზებს
25.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს დილით საქართველოს 15-წლამდე ფეხბურთელ გოგონათა ნაკრები სერბეთში გაემგზავრა. უეფა-ს განვითარების ტურნირზე ჩვენი ნაკრები სამ შეხვედრას გამართავს:


26 აგვისტო, 15:00 სერბეთი - საქართველო

28 აგვისტო, 15:00 საქართველო - უელსი

31 აგვისტო, 12:30 საქართველო - ისრაელი


გუნდს, რომელსაც სათავეში გიორგი გიოშვილი წვრთნის, ბელგრადში გამგზავრებამდე თბილისში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე იყო შეკრებილი. მწვრთნელის განკარგულებაში კი, 18 ფეხბურთელია გამოძახებული:


მეკარეები: ნუცა ნადირაძე („რუსთავი"), ანიტა მეტრეველი („გორი იუნაიტედი"); მცველები: ნინი ჯანელიძე („მართვე"), ბარბარე კაპატაძე („მართვე"), ანასოფია ბერიშვილი („ვერე"), ბარბარე გულბანი („ტორპედო"); ნახევარმცველები: თეონა მახარაძე („ბათუმი"), ნინო ჯგერენაია („კვარტალი"), ანასტასია ხანთაძე („მართვე"), ალისა კუნწარია („მართვე"), სალომე ჯავახიშვილი („სპაერი"), ანანო ჯიღაური („რუსთავი"), ანასტასია კილაძე („ტორპედო"), ანი გაგლოშვილი („ვერე"), მარიამ ხვადაგიანი („ვერე"), მარიამ ხულორდავა („ნორჩები"); თავდამსხმელები: ნინო დავითაშვილი („გორი იუნაიტედი"), ელენე ჩხეიძე („მართვე).


აქვე გეტყვით, რომ გოგონათა ტურნირს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ირის ანტმანიც ესწრება. მათ არ ყოფნაში კი, ხვალ ქალთა ლიგა, ზაფხულის არდადეგების შემდეგ დაბრუნდება.


სფფ-ის ფოტო