ქართველმა წყალში მხტომელებმა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს
ქართველმა წყალში მხტომელებმა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს
25.08.2026
ავტორი: TSFF.Ge

ხორვატიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წყალში ხტომაში დღეს, ქართველმა სპორტსმენებმა ასპარეზობა დაასრულეს. ჩვენი გუნდის ორი წარმომადგენელი, გიორგი წულუკიძემ და კოკა საკანდელიძემ, ინდივიდუალურ დისციპლინაში ძალები 1 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში სცადეს.


კოკა საკანდელიძემ, საკვალიფიკაციო ხტომებში 336.75 (127.80) დააგროვა და 35-ე ადგილით დაასრულა ასპარეზობა. ფინალში ვერ მოახერხა გადასვლა ვერც გიორგი წულუკიძემ, რომელმაც საბოლოოდ 376.80 (87.75) ქულა დააგროვა და 22-ე ადგილზე გავიდა. სამწუხაროდ, საქართველოს ვერც ერთმა წარმომადგენელმა ფინალურ ეტაპზე გადასვლა ვერ მოახერხა. საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, მედლებისთვის ბრძოლა 12 საუკეთესო შედეგი მქონე სპორტსმენმა გააგრძელა.


იხილეთ დღევანდელი დღის ყველა შედეგი.


შეგახსენებთ, რომ რიეკაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წყალში ხტომაში, ჩვენმა წარმომადგენლებმა სამ დისციპლინაში იასპარეზეს.