სანაკრებო ფეხბურთი ბრუნდება - ხვალიდან საქართველო-უკრაინის მატჩზე დასასწრები ბილეთები გაიყიდება
სანაკრებო ფეხბურთი ბრუნდება - ხვალიდან საქართველო-უკრაინის მატჩზე დასასწრები ბილეთები გაიყიდება
24.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზუსტად ერთ თვეში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მორიგ გათამაშებაში დაიწყებს ასპარეზობს. შეგახსენებთ, რომ სექტემბერ-ნოემბერში ჩვენს ნაკრებს ექვსი შეხვედრის გამართვა მოუწევს, ჩრდ. ირლანდიის, უკრაინისა და უნგრეთის ნაკრებების წინააღმდეგ, სახლი გასვლის პრინციპით.


2026-2027 წლების სეზონის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები თბილისში ჩრდ. ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში თბილისში, 25 სექტემბერს „დინამო არენაზე" გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. თუმცა, უეფა-ს სადისიციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით ეს მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება (იხილეთ სტატიის ბმული).


სწორედ, გამომდინარე ამ გარემოებიდან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, კიდევ ერთხელ მოუწოდებს სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა გაითვალისწინოს სტადიონზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთების შესახებ უეფა-სი და არა ჩვენი ფედერაციის მიერ დადგენილი წესები - ანუ წესები, რომლებიც საერთაშორისო, უეფა-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე მოქმედებს, მათ შორის საქართველოშიც (იხილეთ ბმული)!


ერთა ლიგის გათამაშების ფორმატში, უფრო ზუსტად კალენდართან დაკავშირებით ცვლილებებიდან გამომდინარე - ოთხი თამაში ტარდება მიყოლებით დროის მოკლე პერიოდში, ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი, მომდევნო შეხვედრას 28 სექტემბერს, „დინამო არენაზევე", 28 სექტემბერს ჩაატარებს და ჩვენი გუნდის ერთ-ერთ უხერხულ მეტოქეს, უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება. აი ამ შეხვედრაზე კი, უკვე მაყურებელს ექნება შესაძლებლობა საკუთარ გუნდს უქომაგოს. საქართველოსა და  უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით ხვალ, 25 აგვისტოს, თბილისის დროით 12:00 საათიდან დაიწყება.


სფფ-ის სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, „გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40, 70 და 100 ლარია. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება". აქვე ფეხბურთის ფედერაცია თამაშზე დასწრების მსურველ გულშემატკივარს აფრთხილებს, რომ „ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელ. ბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება".


და ბოლოს, გეტყვით, რომ ამის შემდეგ, ჩვენი ნაკრები, 30 სექტემბერს უნგრეთში გაემგზავრება, სადაც 2 ოქტომებს ადგილობრი ნაკრებს დაუპირისპირდება. ამ „მართონული" სათამაშო დღეების ბოლო შეხვედრას კი, 5 ოქტომბერს, ჩრდ. ირლანდიაში გამართავს. ამის შემდეგ, ჩვენს ნაკრებს ორი თამაშიღა დარჩება გასამართი, ნოემბერში, ერთი საქართველოში და ერთიც გასვლაზე, უკრაინასთან.