ორი გოლი და სამი საგოლე - ქართული ლეგიონი უქმეებზე
ორი გოლი და სამი საგოლე - ქართული ლეგიონი უქმეებზე
23.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

აგვისტოს ბოლოს წინა უქმეები ქართული საფეხბურთო ლეგიონისთვის უკვე საკმაოდ დაიტვირთა. თუმცა, ჩვენც ეს გვინდა, რომ ჩვენებს, უცხოეთში ბევრი სათამაშო დრო ჰქონდეთ და რაღა თქმა უნდა გოლებიც გაიტანონ.


საფრანგეთის ლიგა 2-ში, ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენტმა", მე-3 ტურის საშინაო შეხვედრაში „გრენობლი" 4-0 გაანადგურა. ქართველი სათადარიგო შემადგენლობაში იყო, თუმცა, მასპინძლებს 27-ე წუთზე იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუხდათ და დავითაშვილიც მოედანზე გამოჩნდა, 82-ე წუთზე გოლით გაიტანა. სამი ტურის შემდეგ, „სენტ ეტიენი" ქულების მაქსიმუმით, პირველ ადგილზეა.


სამი ტურის შემდეგ, 5 ქულა აქვს „მეცს", რომელიც მე-5 ადგილზეა. მე-3 ტურის შეხვედრაში კი, გიორგი აბუაშვილის „მეცმა" „ლავალს" უმასპინძლა  და შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. ანგარიში სტუმრება გახსნეს. ამას დაემატა ისიც, რომ ბოლო ათწუთეულში მასპინძლები ათი კაცით დარჩნენ. სწორედ ამ მომენტის შემდეგ შეცვალეს ქართველი, რომელმაც სასტარტო შემადგენლობიდან დაწყო თამაში და საკმაოდ კარგი თამაშიც ჩაატარა.


ესპანეთის ლა ლიგაში, მე-2 ტურის შეხვედრაში, რომელშიც ბილბაოს „ატლეტიკი"  „სევილიას" დაუპირისპირდა, კლუბის ახალწვეული ქართველი, გიორგი ქოჩორაშვილი განაცხადში იყო, თუმცა, ამ ჯერზე არ უთამაშია. გასვლითი მატჩი კი, ქართველის გუნდმა 1-3 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბილბაოელებმა მე-11 წუთიდან კაცნაკლულებმა ითამაშეს. ორი ტურის შემდეგ, „სევილია" ქულების მაქსიმუმით სატურნირო ცხრილს უდგას სათავეში, თუმცა, ტური, მხოლოდ დღეს დაიწყო.


ლა ლიგა 2-ის მე-2 ტურში, „ელდენსესა" და „კადიზის" შეხვედრის განაცხადში იყო, ესპანეთში ქართული ლეგიონის კიდევ ერთი მატება გიორგი გოჩოლეიშვილი, რომლის დებიუტიც „კადიზში" დღეს მაინც შედგა. ქართველი, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-2 წუთზე შეიყვანეს მოედანზე. მასპინძლები ორჯერ იყვნენ წინ, თუმცა, „კადიზმა" ორჯერვე გაუთანაბრა. საბოლოოდ, მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა.


დღეს დაიწყო სერია A, რომლის პირველ რიგში, იტალიაში მყოფი ქართველ ლეგიონერთა გუნდებიდან „უდინეზემ" ითამაშა. ფეხის ტრავმის გამო, განაცხადში არ იყო, გიორგი ჩაკვეტაძე, რაც შეეხება საბა გოგლიჩიძე, ის სათამაშოდ არ შემოსულა. თამაში კი, „კომოსთან" ფრედ, 1-1 დასრულდა.


ავსტრიის ბუნდეს ლიგაში მე-4 ტურის თამაშები გაიმართა. ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმა" ფრედ, 1-1 ითამაშა „აუსტრია ლუსტენაუთან". თავიდანვე ვთქვათ, რომ „კიტეს" ტრავმის გამო, ეს ტურიც გაუცდა. რაც შეეხება გიზის, ის, მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა და საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრები იგებდნენ. გრაცელებმა კი, ქულა, 65-ე წუთზე 11-მეტრიანით გადაარჩინეს.


აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში 3-1 გაიმარჯვა ქართველების „ზირამ". დავით ვოლკოვმა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მესამე გოლი გაიტანა, ამასთან თითქმის საკუთარი ნახევრიდან წამოიღო ბურთი, რამდენიმე მეტოქე, მათ შორის მეკარე მოატყუა და ისე გადაგზავნა ბურთი „იმისლის" კარში. ამ გოლამდე, შანსი ჰქონდა გიორგი პაპუნაშვილსაც, რომელიც მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა. მისი შორი მანძილიდან დარტყმული მცირედით ასცდა კარს.


ამერიკის MLS-ში საბა ლობჟანიძის „რეალ სოლტ ლეიკი" დაძაბულ შეხვედრაში 3-4 დამარცხდა „დალასთან". აღსანიშნავია, რომ საბა მეორე ტაიმში შემოვიდა მოედანზე, ხოლო 64-ე წუთზე მისი გადაცემით, მასპინძლებმა გაათანაბრეს. თუმცა, საბოლოოდ, მაინც დამარცხდნენ. 19 ტურის შემდეგ, დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში ქართველის გუნდი 28 ქულით მე-19 ადგილზეა.


სლოვაკეთის ნაიკის ლიგაში მორიგი ტური გაიმართა. შედგა „ქართული დერბიც" რომელშიც, გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედამ" ლუკა სილაგაძის „პოდბრეზოვა" გაანადგურა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა 5 უპასუხო გოლი გაიტანეს, გაგუას ანგარიშზე, მხოლოდ ერთი გოლი და უმაღლესთან მიახლოებული შეფასება იყო. „დუნაისკა სტრედას" ქართველებიდან დღეს, ცოტნე კაპანაძე განაცხადში არ ყოფილა.


კიდევ ერთ „ქართულ დერბიში", თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცემ" დღეს ლევან ნონიკაშვილის „სკალიცას" უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და კარგი თამაშიც ჩაატარეს. თუმცა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე, მასპინძელთა რიგებში მოთამაშე მცველი აღმოჩნდა.


პოლონეთის ექსტრაკლასაში, ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ", კრაკოვის „ვიეჩისტას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3-2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და მასპინძლებს, ორჯერ გაათანაბრეს. ქართველი თამაშში, 61-ე წუთზე ჩაერთო, მსაჯის მიერ თამაშისთვის კომპენსირებულ დროში კი, სწორედ „კაკაბას" ეკუთვნის შედეგიანი გადაცემა, რომელმაც მის გუნდს გამარჯვება მოუტანა.