სანდრო ყურაშვილი 20-წლამდეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია
სანდრო ყურაშვილი 20-წლამდეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია
22.08.2026
ავტორი: TSFF.Ge

16-23 აგვისტოს ჩათვლით სლოვაკეთში 20-წლამდეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს ჭიდაობაში. როგორც თარიღებიდან ხედავთ, ბრატისლავას ხალიჩაზე ხვალ მედლების ბოლო კომპლექტები გათამაშდება თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, მანამდე კი, დღეს მსოფლიო ჩემპიონი მსოფლიო ჩემპიონობას სანდრო ყურაშვილი ზეიმობს. 92კგ-ის ფინალში ახალგაზრდა ქართველმა ფალავანმა ირანელ აბოლფაზი რაჰმანი ფი დაამარცხა.


ვერცხლი მედალი მოიგო 55 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე კობა ქარუმიძემ, რომელმაც ფინალი ირანელ სპორტსმენთან წააგო. 130 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაო საბა ფურცლაძემ მოიგო, ჩვენს კლასიკოსებს კიდევ სამი ბრინჯაოს მოგება შეეძლოთ. თუმცა, მესამე ადგილისთვის შეხვედრების ფინალში დამარცხდნენ.  საერთო ჯამში, ბერძნულ რომაული სტილით ჭიდაობაში, საქართველო 10 ფალავნით იყო წარმოდგენილი ბრატისლავას ხალიჩაზე.


მომდევნო, ასპარეზობა ქართველმა ქალმა მოჭიდავეებმა დაიწყეს. აქ, რეპეშაჟში დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა მირანდა კაპანაძე. საერთო ჯამში, 20-წლამდეთა მსოფლიო ჩემპიონატზე სამი გოგონა იყო ჩვენი ქვეყნიდან წარმოდგენილი.