
ჩავიდა, კონტრაქტს ხელი მოაწერა, ფოტო-სესიაში მონაწილეობა მიიღო და გუნდთან ერთად ბილბაოში გაემგზავრა, სადაც ესპანეთის ლა ლიგის მე-2 ტურში „ატლეტიკის" წინააღმდეგ, მინიმუმ განაცხადში იქნება. თავად ქოჩორას სულიერი მდგომარეობა, ამ მომენტში, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ პირადად ჩვენ, კისრიდან აგური მოგვეხსნა. ალბათ, ახლა უფრო, მას შემდეგ, რაც გიორგი ქოჩორაშვილმა „სპორტინგი" ოფიციალურად დატოვა და უფრო მეტად მშობლიურ, ესპანურ გარემოს დაუბრუნდა, იმედს ვიტოვებთ, რომ მისი სათამაშო დროც გაიზრდება და ჩვენც ნაკრებში, ძველი „კაპიტან ამერიკა" დაგვიბრუნდება.
ესპანურმა „სევილიამ" და პორტუგალიურმა „სპორტინგმა" საბოლოოდ მიაღწიეს შეთანხმებას ქართველი ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით. ესპანური კლუბის მიერ გავრცელებული ცნობით, ქართველმა ნახევარმცველმა „სევილიასთან" ხელშეკრულება 2030 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ასე, რომ 2017 წელს, 18 წლის ასაკში დაწყებული ესპანური თავგადასავალი გრძელდება. ყველაზე საინტერესო რაც არის „ლევანტეს" მაისურით, ქოჩორას დებიუტი 2019-2020 წლების სეზონში, სწორედ „ატლეტიკი" წინააღმდეგ ჰქონდა - მაშინ მინდორზე მხოლოდ 2 წუთი დაჰყო, თუმცა, ამჯერად, იმედი აქვს ეს სტატისტიკა შეიცვლება.
მაშ ასე, „ქოჩორა" ახალი თავგადასავლის გზას დაადგა. „სევილიას" რომელსაც თავიდან, ქართველი ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურდა, საბოლოოდ, პორტუგალიური კლუბისთვის მისი გამოსყიდვით დასრულდა. იჯარაზე, პორტუგალური მხარე არ თანხმდებოდა. ესპანურ კლუბს, სრული ტრანსფერი 4.5 მილიონ ევრომდე დაუჯდა.





ჩვენ







