ლუკა გადრანმა ისრაელის ტოტო თასზე გაიტანა
ლუკა გადრანმა ისრაელის ტოტო თასზე გაიტანა
18.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე ქართველი ლეგიონერები, რომელთა კლუბებიც უეფა-ს ევროტურნირების ფლეი-ოფების ეტაპს გადალახავენ, გადავხედოთ რა მოხდა უქმეების ბოლო სათამაშო დღეს.


მეზობელ თურქეთში სტარტი აიღო სუპერლიგის 2026-2027 წლების სეზონმა, რომელიც საკმაოდ გამრავალფეროვნდა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს. აღსანიშნავია, რომ ახალი სეზონიდან ხსენებულ ლიგაში ქართველები ქართველები სამ კლუბში ითამაშებენ. დავიწყოთ სტამბოლი „ბაშაქშეჰირით" რომელმაც პირველ ტურში „ქოჯაელსფორს" უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. კლუბის ქართველი ფეხბურთელი ამ დღეს განაცხადში არ იყო. ჩვენი ინფორმაციით, საბა ხარებაშვილი „საქმეს" მას შემდეგ შეუდგება, რაც სრულწლოვანი გახდება, ეს კი დაახლოებით ერთ თვეში მოხდება.


განაცხადში იყო, თუმცა, სუპერლიგაში დებიუტი არ ჰქონია გურამ გიორბელიძეს. მისი „ერზრუმსფორი" პირველი ტურის შეხვედრაში გასვლაზე 3-0 დამარცხდა „ამედსფორთან". ერზრუმელებმა მე-2 წუთზე გაიტანეს, მაგრამ VAR-მა გოლი გააუქმა, თუმცა, ისევე როგორც მასპინძლების გოლი. შესაბამისად, პირველი ტაიმი ფრედ, დასრულდა. აი, მეორე ტაიმში კი, სამი გოლი გაუშვეს და საბოლოოდ დამარცხდნენ.


თურქეთის სუპერლიგაში მყოფი ქართული ლეგიონიდან პირველ ტურში ლუკა გუგეშაშვილმა იასპარეზა. მისმა „გიოზთეფემა" გასვლაზე ფრედ, 3-3 ითამაშა „სამსუნსფორთან". თამაშის შემდეგ, ქართველ მეკარეს არ ჰქონდა მაღალი შეფასება, თუმცა, ალბათ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს „გუგეშას" სადებიუტო თამაში იყო ახალ გუნდში. ქართველ მეკარეს ერთი გოლი პენალტით გაუტანეს, ანგარიში კი, მასპინძლებმა 90-ე წუთზე გაათანაბრეს. შესაძლოა ეს შეფასებაც ლუკამ ამ ბოლო მომენტის გამო დაიმსახურა.


ისრაელის ტოტო თასის ჯგუფურ ფლეი-ოფებში ლუკა გადრანის „ბეითარ იერუსალიმმა" ფრედ, 3-3 ითამაშა რამათ-განის „ჰაპოელთან". გამარჯვებული კი, ამ შეხვედრაში სპორტულმა ლატარეამ გამოავლინა. პენალტების სერიაში 4-5 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ანგარიში მე-9 წუთზე ქართველმა გახსნა და მის გუნდს, მატჩის ძირითადი დროის ამოწურვამდეც შეეძლო გამარჯვება , თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-5 წუთზე გადრანის გუნდელებმა 11-მეტრიანი გააფუჭეს და შეხვედრა, ოფიციალურად გადაიყვანეს პენალტების სერიაში.


უკრაინის პრემიერ ლიგაში, კვლავ ვერ მოხვდა არდა თურანის განაცხადში გიორგი გოჩოლეიშვილი. კლუბის მეორე ქართველმა ლეგიონერმა ირაკლი აზაროვმა კი, შეცვლაზე ითამაშა. ქართველების დონეცკის „შახტარმა" 0-1 დამარცხა გასვლაზე „ხარკივი" და სამი ტურის შემდეგ, ლვოვის „კარპატთან" და ლუგანსკის „ზარიასთან" ერთად 1-3 ადგილებს იყოფს.


ამავე ჩემპიონატში, 6 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა გიორგი მაისურაძის „ჟიტომირი", რომელიც ამ ტურში „ზარიასთან" 1-2 დამარცხდა. ქართველი განაცხადში იყო, თუმცა, არ უთამაშია.