
საქართველოს 20-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის I დივიზიონი მე-5 ადგილით დაასრულა. ტურნირის ბოლო შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდა და ერთი ბურთის სხვაობით 13-12 (იხილეთ მატჩის ჩანაწერი) დაამარცხა.
ამ შეხვედრაში ანგარიში გიორგი ვეშაგურის დარტყმით გაიხსნა, მონაკვეთიც რეალურად ქართველთა კარნახით წარიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 4-2 დასრულდა. მეორე პერიოდში, უკრაინელები გააქტიურდნენ და მონაკვეთი მოგვიგეს კიდეც, 4-5, თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ, ერთი ბურთით (8-7) წინ მაინც ქართველი 20-წლამდები იყვნენ.
მესამე პერიოდში, საქართველოს ნაკრებმა ჯერ, ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა, შემდეგ კი, სამ ბურთამდეც გაზარდა. შეხვედრის ამ მონაკვეთში მეტოქე, უფრო უხეში თამაშით გამოირჩა და ხშირად უმცირესობაშიც მოუხდა თამაში, თუმცა, ერთი გოლი მაინც გაგვიტანა, მონაკვეთი 3-1 მოვიგეთ, საერთო ანგარიში კი, ბოლო, მეოთხე მეოთხედის წინ, 11-8 იყო საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. ბოლო, მეოთხედი უკრაინელებმა 2-4 მოგვიგეს, თუმცა, საბედნიეროდ, დასკვნითი მონაკვეთის წინ მოპოვებული სამბურთიანი სხვაობა, ამ დრამატული თამაშის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა.
ქართველთა გუნდიდან დღეს გოლები გაიტანეს: ნიკოლოზ ყურაშვილმა (4), გიორგი აბესაძემ (3), გიორგი ვეშაგურმა (2), სანდო იობიძემ (1), ლადო რამინიშვილმა (1), ნიკოლოზ დადა გიორგობიანმა (1) დალუკა რუბაშვილმა (1).





ჩვენ







