
ესპანეთის ქართულ ლეგიონში მატებაა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგულენოვანი მედია და განსაკუთრებით სოციალური ქსელები აქტიურად წერდნენ, ვითომდა გოირგი წიტაიშვილის „მეცში" დაბრუნებაზე, დღეს, ესპანურმა „რაიო ვალეკანომ" ქართველის დამატების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
გიორგი წიტაიშვილი ესპანურ კლუბს, 2028-2029 წლის ბოლომდე შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ ქართველს „მეცთან" კონტრაქტი ამოეწურა და შესაბამისად, ის ახლა კლუბთან კონტრაქტის გაფორმებამდე თავისუფალი აგენტი იყო.
გამომდინარე იქიდან, რომ 2025-2026 წლების სეზონში, „წიტას" ახალმა კლუბმა მე-8 ადგილი დაიკავა, ის 2026-2027 წლების სეზონში ევროტურნირებს მიღმა დარჩა. შესაბამისად, მიმდინარე სეზონში კლუბი სრულად მობილიზებული და კონცენტრირებული ლა ლიგისა და ესპანეთის თასის გათამაშებაზე იქნება, სადაც უნდა თუ არ უნდა ნაკრებში თანაგუნდელებთან გადაკვეთაც მოუწევს. თუმცა, ქართველთა გუნდების თამაშები უფრო შემოდგომისკენ იგეგმება.
„გიორგი წიტაიშვილი, ვინგერი, დაიბადა 2000 წელს. მან კარიერა კიევის „დინამოს" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, ითამაშა, „ვორკსლაში" „ჩერნომორეცში, კრაკოვის „ვისლაში", „ლეხ პოზნანში", ბათუმის „დინამოში", „გრანადაში" და „მეცში".
საერთაშორისო კუთხით, ის იყო უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წევრი, რომელმაც 2019 წელს 20-წლადეთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ამასთან ფინალში გაიტანა გოლი. 2021 წლიდან კი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წელია, რომელთან ერთადაც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა.
კეთილი იყოს შენი მოსვლა გუნდში გიორგი!", - წერს ესპანური კლუბის ოფიციალური გვერდი.
ფოტო: © rayovallecano.es





ჩვენ







