მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფი „იბერია 1999“-ს ჯიბეში აქვს!
მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფი „იბერია 1999“-ს ჯიბეში აქვს!
11.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ხალხი მოვიდა. 25000 ათასი არა, მაგრამ თვალით, რაც დავთვალეთ 15000-მდე იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელ პრესკონფერენციაზე „იბერია 1999"-ს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ „ლარნესთან", უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, ვახო ბედოშვილი არ იქნებოდა, ანდრი დემჩენკომ, ის განაცხადშიც შეიყვანა და ძირითად შემადგენლობაშიც დააყენა.


„იბერია 1999"-მა ფრთხილად დაიწყო, თანაც გუნდს ემჩნეოდა ნერვიულობა, რადგან ბევრ წვრილმან შეცდომას უშვებდა, მაგალითად აკეთებდნენ გადაცემებს იქ, სადაც არც ერტ ფეხბურთელი არ იყო. მიუხედავად ამის, კართან მიახლოებისა და კარში დარტყმის პირველი მცდელობა მე-8 წუთზე სწორედ იბერიელებს ჰქონდათ. „ლარნეს" კარს ნიკა სიხარულაშვილი უტევდა, თუმცა, კარში დარტყმამდე საქმე არ მისულა. მე-18 წუთისთვის, არც ერთ გუნდს, კარის მიმართულებით არ ჰქონდა დარტყმული. ერთადერთი, რაშიც იბერიელთა უპირატესობა ჩანდა იყო 3 კუთხური, ერთის საპირისპიროდ, საიდანაც ორი გაითამაშეს და რეალურად ეს სტანდარტული დაკარგეს. ქართულმა კლუბმა, დაახლოებით მე-20 წუთიდან უფრო მეტად გააკონტროლა ბურთი, თუმცა, ისევ და ისევ, უზუსტო და ასე ვთქვათ, ბავშვური შეცდომების გამო, ამ უპირატესობის გამოყენებას ვერ ვახერხებდით. ერთადერთი მომენტი რაც დაგამახსოვრდებოდა, 25-ე წუთზე გიორგი კუციას შესვლა იყო მარჯვენა ფლანგიდან და მეკარის საჯარიმოსთან ახლოს ჩაწოდებული ბურთი იყო, რომელიც კარში ზვიდა ნაჭყებიამ დაარტყა, თუმცა, სტუმარი გუნდის მეკარე ადგილზე იყო. საბოლოოდ, შეუძლება ითქვას, რომ პირველი ტაიმი თბილისელთა სასარგებლოდ წარიმართა, თუმცა, კარის მიმართულებით შვიდივე დარტყმა მიზნამდე ძალიან შორს იყო. სტუმრებმა კარის მიმართულებით, მხოლოდ ერთხელ დაარტყეს.


მეორე ტაიმი, პირველის ლოგიკური გაგრძელება იყო. ბურთს ვფლობდით, მეტ-ნაკლებად მომენტებსაც ვქმნიდით, მაგალითად როგორც 56-ე წუთზე, როდესაც დადიანის უძლიერესი დარტყმა მოიგერიეს სტუმრებმა და შემდეგ, 57-ე წუთზე, უკვე გიორგი ჯინჯოლავას ჰქონდა მორგი მცდელობა, თუმცა, ბურთი ამ ჯერზე ცარიელი კარიდან გამოიტანა მეტოქემ. ჩრდ, ირლანდიელები ყველა დაშვებული და დაუშვებელი ხერხით, თუმცა, ისევე როგორც ამ გუნდების პირველ შეხვედრაში ცდილობდნენ თამაშის რიტმი აერიათ, როგორც კი, მას ქართული გუნდი ააწყობდა. ამ შემთხვევაშიც, გამოსავალი პროვოკაციაში ნახეს და ჩხუბივით წამოიწყეს. სამწუხაროდ, ჩვენებიც წამოეგენ ანკესზე და შედეგად, ყვითელი ბარათებიც გამოვტყუეთ ნორვეგიელ მსაჯს. ამ ინციდენტს ორივე გუნდში ცვლილებები მოყვა, გიორგი კუცია, ანდრია ბართიშვილმა შეცვალა. კიდევ რამდენიმე წუთში, 74-ე წუთზე ნიკა სიხარულაშვილის გადაცემის შემდეგ, ვახო ბედოშვილმა ანგარიში გახსნა, თუმცა, ქართული კლუბის სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა. რეალურად, ამ თამაშში, სტუმართა გუნდის პირველი დარტყმა კარის ჩარჩოში გოლით დასრულდა. 76-ე წუთზე ჯეიმს სიმპსონმა გაგვიტანა და გაათანაბრა. აქ, ალბათ, გოლის სიხარულით გამოწვეული ეიფორიიდან გუნდმა გამოსვლა ვერ მოასწრო და გოლიც, ელემენტარულ შეცდომებს მოჰყვა. ტაიმის მიწურულს, მსაჯმა კი, ძირითად დროს 3 წუთი დაუმატა, ბოლო წამებზე ვაჰიდ სელიმოვიჩს ჰქონდა თამაშის დასრულების შანსი, თუმცა, ბურთი აცდა კარს.


დამატებულ ტაიმებში „იბერია 1999"-მა მოახერხა ბურთის გაკონტროლება. 102-ე წუთზე კი, სიხარულაშვილმა საგოლე გადაცემას გოლიც დაუმატა, თან  როგორც მოგვიანებით გაირკვა, მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრის ტოლფასი გოლი. დიახ, იყო შეცდომები, რომლებიც, ყოველ შემთხვევაში მე მინდა თამაშის შინაარსიდან გამომდინარე დაძაბულობითა და წნეხით ავხსნა და რაც იმედია, თამაშიდან თამაშამდე გამოსწორდება. მანამდე კი, „იბერია 1999"-მა დღეს, 2-1 გაიმარჯვა (მატჩს ტექსტური ჩანაწერი) და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში 22-წლიანი გვალვა დაასრულა და უეფა-ს ერთ-ერთ ევროტურნირზე ჯგუფში დაიბევა ადგილი. ახლა ველოდებით ფლეი-ოფს, სადაც, უეფა-ს ევროპა ლიგის ჯგუფში მოსახვედრად, „რეინჯერსისა" და „იაგელონიას" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.


დავით ქარელის ფოტო