„რეინჯერსამდე“ ხვალინდელი თამაში უნდა დასრულდეს
„რეინჯერსამდე“ ხვალინდელი თამაში უნდა დასრულდეს
10.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჩრდილო ირლანდიური „ლარნე" თბილისშია და უეფა-ს ევროპა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრისთვის უშუალოდ მატჩის მასპინძელ სტადიონზე ემზადება. მიხეილ მესხზე, „იბერია 1999"-ის ხვალინდელი მოწინააღმდეგე, დღეს დაახლოებით 19:30 საათზე მოვიდა და 20:00 სააზე ვარჯიშსაც შეუდგა. გრძელ გადაფრენაზე ქართული გუნდის მოწინააღმდეგემ კი გაამახვილა ყურადღება, თუმცა, დასძინა, რომ ეს აღნიშნული ტურნირის თანმხლებია და რა განვაწყობთო. თუმცა, „იბერია 1999"-ის მსგავსად, მატჩის მასპინძელ ქალაქში თამაშის დღეს არ ჩამოსულან და დიდი ალბათობით, თბილისურ სიცხესაც, ასე თუ ისე შეეჩვევიან.


„ინფორმირებული ვიყავით „იბერიას" პრობლემებზე, თუმცა, ეს ნაკლებად გვეხებოდა. ჩვენ მოვემზადეთ უეფა-ს სტანდარტების შესაბამისად, მატჩმაც ისე ჩაიარა, როგორც მოველოდით. თანაბარი თამაში იყო, „იბერია" კარგი გუნდი არის, მაგრამ ჩვენც გვქონდა გოლის გატანის შანსი და ხვალაც შევეცდებით ამის გაკეთებას. ბუნებრივია, ხვალ მასპინძელს უპირატესობა ექნება. ამას გარდა, ახლა, უკვე ჩვენ მოგვიწია ხანგრძლივი მგზავრობა და ეს ამ ტურნირისთვის ჩვეულებრივი ნაწილია", - ამბობს გარი ჰევერონი, „ლარნეს" მთავარი მწვრთნელი, რომელიც დღეს, მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე, რომელსაც მხოლოდ ქართული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ არც ისე თამამი ჩანდა, როგორც ერთი კვირის წინ ჩრდ. ირლანდიაში იყო.


„დღევანდელობაში საკმაოდ რთულია თამაში, დონე აწეულია. „იბერია 1999" არის კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. ჩვენ გვესმის, რომ საკმაოდ რთული თამაში გველის. პატივს ვცემთ მოწინააღმდეგეს, მაგრამ აქ დადებითი რეზულტატისთვის ვართ ჩამოსული. ვიცით, რომ ხვალინდელი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. მედიისა და გუნდის სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთელების მიდგომები მოვლენებთან განსხვავდება. ჩვენ არ გვაქვს ბოლომდე ეს ეტაპი გავლილი. ამას გარდა, „რეინჯერსთან" დაკავშირებული აჟიოტაჟი წილისყრამ გამოიწვია. მედიას ვიცით, რომ „რეინჯერის" ნახვა უნდა. ჩვენში პოპულარული გუნდია და ამიტომ იყო ამ თემაზე ლაპარაკი. თუმცა, მანამდე ხვალინდელი თამაში უნდა დასრულდეს, საქართველო წარმომადგენელი, ძალიან კარგი გუნდია. ეს არის ჩვენი პირველი გამოცდილება ამ ეტაპზე თამაშის და შესაბამისად, ყველანაირად შევეცდებით კარგი შედეგის მიღწევას", - ამბობს „ლარნეს" მთავარი მწვრთნელი, რომელიც ერთი კვირის წინ, მისი გუნდის ფეხბურთელების და ზოგადად, მის მიერ გაკეთებული კომენტარის შინაარსს, იმით ხსნის, რომ მატჩის შემდეგ, როდესაც ჯერ კიდევ დუღდა ემოციები, მსგავსი კომენტარი მოსულა და ეს არ ნიშნავს, მეტოქის დაუფასებლობას, „იბერიას" დიდ პატივს ვცემოთო. ამას გარდა, ქართული მედიის კითხვას, ბოლო თამაშებში გოლი არ გაუტანიათ და ხვალ, როგორ აპირებთ ამის გაკეთებასო, გარი ჰევერონიმ უპასუხა, რომ ფინანსურად ძლიერ ბიუჯეტის გუნდების წინააღმდეგ გოლების გატანა ჭირს, მაგრამ ხვალ შევეცდებით ეს გამოვასწოროთო.


დღეს, როგორც აღვნიშნეთ, „ლარნეს" ფეხბურთელებმა მიხეილ მესხზე დაახლოებით ერთი საათი ივარჯიშეს. პირველი მატჩს დროს მინდვრის საფარი გემახსოვრებათ, ხელოვნური იყო, შესაბამისად, დღეს, მედიასთან პრეს-კონფერენციაზე შემოსულ მეტოქე ფეხბურთელს მინდვრის თაობაზეც ვკითხეთ.


„იმ პრობლემების მიუხედავად, რაც „იბერია 1999"-ს ჩვენთან ჩამოსვლამდე გადახდა, გუნდმა, თამაშს დროს კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ფეხბურთელები იყვნენ თავდაჯერებულები ბურთის ფლობაში. თქვენი მოედანი მოგვეწონა და მაყურებელიც თუ მოვა კარგია. სავსე ტრიბუნის წინ თამაშის გამოცდილება გვაქს და ველოდებით საინტერესო თამაშს", - ამბობს .


შეგახსენებთ, რომ ხვალ, 11 აგვისტოს, მიხეილ მესხზე, „იბერია 1999"-სა და „ლარნეს" შორის დაპირისპირება 20:00 საათზე დაიწყება.