
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში დღეს, ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილი ავსტრიული გრაცის „შტურმი" „ფენერბაჰჩეს" დაუპირისპირდა და 2-0 დამარცხა. აღსანიშნავია, რომ ქართველებიდან ავსტრიელთა განაცხადში დღეს მხოლოდ გიზი იყო და ისიც, მოედანზე სათამაშოდ, 64-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში უკვე 2-0 იყო.
ავსტრიული გამოცემა LAOLA1 „შტურმის" სამწვრთნელო შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ ოთარ კიტეიშვილს წვივის კუნთის ტრავმ აწუხებს. სწორედ ამ მიზეზით იგი გრაცში დარჩა და საერთოდ არ გაჰყოლია გუნდს სტამბოლში.
„კიტეიშვილმა წინასასეზონო მომზადების დიდი ნაწილი გამოტოვა. კლუბს არ სურს მოვლენების დაჩქარება და მოთამაშის ჯანმრთელობის გარისკვა, რათა ტრავმა უფრო არ გაურთულდეს. კიტეიშვილის დონის ლიდერის დანაკლისის კომპენსირება ინდივიდუალურად თითქმის შეუძლებელია, ამიტომ მის არყოფნაში მთელმა გუნდმა კოლექტიურად უნდა აიღოს თამაში საკუთარ თავზე,"- ამბობდა მატჩის წინ ავსტრიელთა თავკაცი ფაბიო ინგოლიჩი, თუმცა, როგორც ჩანს „შტურმა" ამის გაკეთება ვერ მოახერხა.
„კიტე" კი, სტამბოლში არ წაიყვანეს, რათა რისკის თავიდან აერიდებინათ. აღნიშნულ გამოცემაზე დაყრდნობით, სამედიცინო შტაბი მიზანია, ფეხბურთელი 100%-ით მზად იყოს საპასუხო საშინაო შეხვედრისთვის, რომელიც გრაცში მომავალ კვირას გაიმართება. მედიის ინფორმაციითვე, კიტეიშვილმა ბოლო დღეებში გრაცში ინტენსიურად ივარჯიშა, კუნთის მდგომარეობაც საგრძნობლად გაუმჯობესდაო. მოკლედ, ოთარ კიტეიშვილის მოედანზე დაბრუნებას უახლოეს დღეებში, კერძოდ კი „ფენერბაჰჩესთან" საპასუხო მატჩისთვის ელიან, თუმცა, დიდი შანსია, რომ „კიტე" უფრო მალე, ავსტრიის ბუნდესლიგის უახლოეს ტურში შეცვლაზე ათამაშოს.
დღესვე, უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგაზე ითამაშა ლაშა დვალის ბულგარულმა ცსკა 1948-მ. საბერძნეთში, „პანათინაიკოსთან" დაპირისპირებაში ანგარში მასპინძლებმა გახსნეს 21-ე წუთზე, თუმცა, სოფიელებმა 31-ე გაათანაბრეს. ეს გოლი კი, ამ შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა. ერთ კვირაში დვალი გუნდის საკუთარი გულშემატკივრის თანდასწრებით ეცდება ბოლო წინაღობის დაძლევას.





ჩვენ







