შესაქცევი გასართობი ფეხბურთის მოყვარულებისთვის

05.08.2026
ავტორი: TSFF.Ge
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით მალე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა წიგნისა და ფეხბურთის მოყვარულებისთვის სიახლეს აანონსებს - „ჩემი ფეხბურთი - ეროვნული ნაკრების ამბავი".
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლების განმავლობაში იბრძოდა წარმატებისთვის. 2024 წელს, თავდაუზოგავი შრომითა და გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერით, მან შეძლო და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა! სწორედ ამის აღსანიშნად შეიქმნა ეს ყუთი, რომელშიც დაგხვდებათ:
- 200-ნაწილიანი ფაზლი;
- ქართველი ფეხბურთელებისა და მწვრთნელის 28 დასადგმელი ფიგურა;
- 32-გვერდიანი წიგნი აკა მორჩილაძის ავტორობით, რომელშიც საქართველოს საფეხბურთო ცხოვრების ძველი და ახალი ამბებია მოთხრობილი;
- პოსტერი;
იდეის ავტორები თავის ერთგულ მომხმარებელს სთავაზობენ ააწყონ ფაზლი, ზედ დააყენონ საყვარელი ფეხბურთელებით შედგენილი საკუთარი ნაკრები და მათთან ერთად კიდევ ერთხელ იმოგზაურონ ევროპის ისტორიულ ჩემპიონატზე!





ჩვენ







