გიორგი კანთელაძე და დავით ლაშქარეიშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონები არიან
გიორგი კანთელაძე და დავით ლაშქარეიშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონები არიან
05.08.2026
ავტორი: TSFF.Ge

ვიდრე, თბილისში აგვისტოს სიცხესა და საფეხბურთო კლუბის სავიზიო თუ სატრანსპორტო ციებ-ცხელებით ვიყავით დაკავებულნი, ქართველმა ნიჩბოსნებმა გიორგი კანთელაძე და დავით ლაშქარეიშვილმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე აკადემიურ ნიჩბოსნობაში ვერცხლის მედლები მოიგეს.


ევროპის ჩემპიონატი იტალიის ქალაქ ვარეზეში მიმდინარეობს და მასში31 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.


გიორგი და დავითი მსუბუქ წონაში ორადგიალიან (LM2-) დისციპლინაში ასპარეზობენ. ქართულმა წყვილმა 2000 მეტრიანი დისტანცია  06:53.32 წუთში დაფარა, დისტანციაზე ჩვენი გუნდი ფინალურ გაცურვაში ქართული წყვილი დისტანციას ორ შუალედურ მანძილზე 500 და 1000 მეტრზე ლიდერი იყო, თუმცა, 1500 მეტრზე, გერმანულმა წყვილმა გადაგვასწრო და საბოლოოდ, 3.6 წამით მოგვიგეს.


აღსანიშნავია, რომ აკადემიურ ნიჩბოსნობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს, ევროპის ჩემპიონატზე მოგებული პირველი მედალია.