ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამზადისს, ამჯერად იაპონიაში გადის
ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამზადისს, ამჯერად იაპონიაში გადის
01.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ჯუდოს, ქართული ქალთა ჯუდოს ისტორიის მწერალი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის მომზადების მორიგ ეტაპს იაპონიაში გადის. დღეს, ეთომ, პირად სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:


„ერთი დღე იაპონიაში. დილის 7 საათზე გავედი სასტუმროდან, საღამოს 8 საათზე კი დავბრუნდი.


პირველი ვარჯიში 09:30-ზე დაიწყო და 12:00-ზე დასრულდა. მეორე ვარჯიში 15:00 საათზე გვქონდა, ამიტომ სასტუმროში დაბრუნებას აზრი აღარ ჰქონდა, მთელი ეს დრო დარბაზში გავატარეთ.


ორი ინტენსიური ვარჯიში, საათობით ტატამზე, მცირე შესვენება... დღის ბოლოს კი ჩემოდნის ტარებაც კი გამიჭირდა. მწვრთნელი დამეხმარა.


ასეთი დღეები კიდევ ერთხელ მახსენებს, რომ ჩემპიონობა მხოლოდ ის რამდენიმე წუთი არ არის, რასაც შეჯიბრზე ხედავთ. მის უკან დგას ყოველდღიური შრომა, დისციპლინა და ბევრი ისეთი დღე, როგორიც ეს იყო.


ხვალ ისევ თავიდან!", - წერს ეთერ ლიპარტელიანი, რომელსაც ისევ და ისევ მისი გრაფიკიდან გამომდინარე და კიდევ იმიტომ, რომ ვიდრე თავად არ ჩათვლის საჭიროდ, არ გვინდა საწვრთნელ პროცესს მოვწყვიტოთ ზედმეტ შეკითხებს არ ვუსვამთ და მისი, სოციალური ქსელის სტატუსებიდან ვცდილობთ, თვალი მივადევნოთ მის სამზადისს.