
ძალა, რომ ერთობაშია, ეს ბოლო ერთი კვირის მანძილზე საფეხბურთო სამყარომ, ყველა სხვა სფეროს დაუმტკიცა. ერთკვირიანი „დუელი" რომელშიც ფიფა-ს, უეფა და უეფა-ს გვერდით დარაზმული კონფედერაციები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, გულშემატკივრები და მედია დადგენენ, ფიფა-ს მიერ ინიცირებული პროექტის კრახით დასრულდა. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე საქმე ასეა. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით დღეს უეფა-მ თავის გვერდზე შემდეგი შინაარსის წერილი გამოაქვეყნა.
„უეფა მიესალმება ფიფა-ს გადაწყვეტილებას უარი თქვას გეგმაზე, კერძო პირებს მიჰყიდოს წილი თავის სპორტულ ღონისძიებებზე, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატზე.
ეს წინადადება უეფა-მ ნაციონალური ასოციაციების ერთიანი სურვილის საფუძველზე უარყო, ასევე სხვა მრავალი ფედერაციისა და კონფედერაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვისი საქმიანობაც არის დაიცვას ფეხბურთი.
უეფა მადლობას უხდის, ფანებს, ლიგებს, კლუბებს, მოთამაშეებს, ცალკეულ ადამიანებს და ბევრ სხვა ფედერაციასა და კონფედერაციებს, რომლებიც შეეწინააღმდეგნენ წარმოდგენილ სქემას, ასევე მრავალი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სახელმწიფოს მეთაურს და კომენტატორებს, რომლებმაც ფიფა-ს პრეზიდენტს თვალნათლივ დაანახეს, რომ ფეხბურთი არ იყიდება.
ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ასე, საიდუმლო სქემებით, რომლებსაც დაჩქარებული ტემპით ცდილობენ მიიღონ, არაფრის მთქმელი ინდივიდების მიერ გამოგონილებს, რომლებსაც თამაშისთვის საეჭვო პერსპექტივა აქვს. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ამის ინიციატორები და მათ მოვთხოვოთ პასუხი.
მართალია, ამას დასჭირდება დღეები და კვირები, მაგრამ უეფა იმუშავებს ასოციაციებთან და მჭიდრო ურთიერთობაში სხვა კონფედერაციებთან, რათა გაირკვეს რატომ მოხდა ეს და შეუმუშავებს გეგმას, რომ მსგავსი მეტჯერ აღარ განმეორდეს. ეს უნდა იყოს ზედმიწევნითი და ფუნდამენტალური ანალიზი. არანაირი ვარიანი არ უნდა გამოირიცხოს. ფიფა-ს მოქმედმა ხელმძღვანელობამ დაკარგა არა მხოლოდ უეფა-ს ნდობა, არამედ ბევრის საფეხბურთო ოჯახიდან.
2016 წელს, როდესაც ჯანი ინფატინომ ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებში წევრ ასოციაციებს სთხოვა მისი კანდიდატურისთვის მიეცათ ხმა, მან თქვა, „რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვიყოთ გამჭირვალე. მე ასე ვიყავი უეფა-ში გატარებული 15 წლის მანძილზე. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ფიფას ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი", რის შემდეგაც მიმართა დაინტერესებულ მხარეებს: „ფიფა-ს ფული თქვენი ფულია. ეს არ არის ფიფა-ს პრეზიდენტის ფული. ეს თქვენი ფულია. თქვენ ხართ ნაციონალური ასოციაციები და ფიფა-ს ფინანსები უნდა მოხმარდეს ფეხბურთის განვითარებას და არა რაიმე სხვას".
ეს ორივე პირობა მან არ შეასრულა. სიბნელით მოცული, კულისებში გაკეთებული საქმეები, რომელიც მან წამოიწყო და შეეცადა სისრულეში მოეყვანა, საკმაოდ შორს იყო ღიაობიდან.
5 მილიარდი დოლარი, რომელიც მის განკარგულებაში იყო, შეეძლო წევრი ასოციაციებისთვის გადაენაწილებინა, რათა მათ თამაშის განვითარებისთვის დაეხარჯათ.
უეფა, თავის პარტნიორებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად მთელი მსოფლიოს მასშტაბით და თამაშის წესებიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ დაიწყებს ახალი გზების ძებნას, როგორ მოხდეს ფიფა-ს პროგრამის FIFA Forward-ის შემდგომი განკარგვა.
ჩვენ უნდა დავიწყოთ იმ ფულის გამოყენება, რომელიც ფიფა-ს საბანკო ანგარიშებზეა გაყინული, რათა წავახალისოთ ფეხბურთის სამომავლო განვითარება და მასობრიობა ფიფა-ს წევრ 211-ვე ქვეყანაში. თუმცა, ამისთვის ოჯახური ვერცხლის გაყიდვა არაა საჭირო.
ეს არის მთელი ფეხბურთის გამარჯვება. თუმცა ეს არ არის ამბის დასასრული. წინადადება ჩავარდა. ახლა მთავარია დავიწყოთ ფიფა-სთან ნდობის აღდგენა", - ნათქვამია ვრცელ წერილში, რომელიც ალბათ, უფრო ყვითელი ბარათია ფიფა-ს მოქმედი ხეომძრვანელების მიმართ და რომელიც დღეს უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.





ჩვენ








