
დღეს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის შეხვედრა ჩაატარა ანრი მექვაბიშვილის რუმინულმა კრაიოვას „უნივერსიტატიამ", რომელმაც ფრედ 2-2 ითამაშა ბულგარულ „ლევსკისთან".
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ კედელებში რუმინელები ტრადიციულად ახერხებენ გამარჯვებას, ამჯერად გუნდმა ეს ვერ მოახერხა და ამის მიზეზი, ალბათ, თამაშის საწყის წუთებში მე-13 და მე-16 წუთებზე საკუთარ კარში მიღებული ორი გოლი იყო. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ბულგარელებს 0-1 ჰქონდათ მოგებული და შესაბამისად, უცბად, რუმინელები უდიდესი დილემის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან საერთო ჯამში სხვაობა უკვე სამი ბურთი იყო. თუმცა, პირველი ტაიმისთვის კომპენსირებული დროის მე-2 წუთზე ქართველის გუნდმა ერთი ბურთი გაქვითა. მეორე ტაიმის სტარტზე, 48-ე წუთზე კი, მეორე გოლი გაიტანა და რეალურად თამაშის გადარჩენის შანსიც დაიბრუნდა. თუმცა, „უნივერსიტატიამ" ვერ მოახერხა დარჩენილ დროში თუნდაც, ერთი გოლის გატანა და თამაშის დამატებით დროში გადაყვანა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის, 77-ე წუთზე შეცვალეს.
მიუხედავად იმისა, რომ რუმინული კლუბი გათამაშებას გამოეთიშა, ის უეფა-ს ევროპა ლიგაზე აგრძელებს ასპარეზობას. 6 აგვისტოს, „უნივერსიტატია" ფინურ „კუპს" გასვლით შეხვედრაში დაუპირისპირდება.
დღესვე, უეფა-ს კონფერენს ლიგაზე იასპარეზა გორგი მაისურაძის უკრაინულმა „პოლისიამ" და სამწუხაროდ, ორი შეხვედრის ჯამში 5-4 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა ფრედ, 3-3 იყო დასრულებული, თუმცა, დანიაში გამართული მატჩი, არც თუ უხვგოლიანი გამოდგა. ანგარიში მასპინძლებმა 27-ე წუთზე 11-მეტრიანით გახსნეს. პენალტი, სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა „აიკიდა". 46-ე წუთზე კი, „კოპენჰაგენი" 10 ფეხბურთელის შემადგენლობით დარჩა, თუმცა, ამისდა მიუხედავად, მორიგი გოლი ისვე, დანიურმა კლუბმა გაიტანა - 61-ე წუთზე რობერტიმ გაიტანა. 74-ე წუთზე მაისურაძე შეცვალეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, გაიდუჩიკმა გაიტანა, თუმცა, უკრაინელებს დამატებით დროში თამაშის გადასაყვანად, დრო აღარ ეყოთ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ ევროტურნირების მორიგი სათამაშო დღეა და ქართული ლეგიონი, მათ შორის მსაჯთა ორი ბრიგადა ევროპულ სტადიონებზე იქნებიან წარმოდგენილები.





ჩვენ








