
გორის „დილა" დღეს ოფიციალურად გამოეთიშა უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის 2026-2027 წლების გათამაშებას. ქართულმა კლუბმა ლიმასოლში, „ალფამეგა სტადიონზე" ადგილობრივ „აპოლონთან" 3-0, ორი შეხვედრის ჯამში კი, 7-0 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა.
როგორც მოსალოდნელი იყო და ამ გუნდების პირველი დაპირისპირებიდან გამომდინარე უპირატესობას მასპინძელი გუნდი ფლობდა, მხოლოდ კარისკენ დღეს ლიმასოლელებმა 20-ჯერ დაარტყეს, ჩვენ მხოლოდ ოთხჯერ და აქედან არც ერთხელ კარის ჩარჩოში. რეალურად ქართული გუნდიდან კარისკენ საუკეთესოდ დარტყმული მე-17 წუთზე, 17 წლის გიორგი კობახიძეს ეკუთვნის. ანგარიში კი ამ შეხვედრაში 22-ე წუთზე გაიხსნა. კიდევ ორი გოლი 62-ე და მსაჯის მიერ შეხვედრისთვის კომპენსირებული დროში მე-2 წუთზე გავიდა. როგორც აღვნიშნეთ, „დილამ" დღეს 0-3 წააგო (იხილეთ მატჩის ტექსტური ჩანაწერი).
საინტერესო გარემოება - „აპოლონს" ლიმასოლში უეფა-ს ეგიდით მატჩებს, 16 წელი არ უთამაშია. მიზეზი „ცირიო" (Tsirio Stadium) იყო, რომელის უეფა-ს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. ახლა კი, კლუბი „სახლში" დაბრუნდა და „ალფამეგა სტადიონზე" მოგებაც დაიბედა.
აქვე ვთქვათ, რომ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „აპოლონი" რუმინული, „უნივერსიტატია კლუჟისა" და „ბრანის" შორის გამარჯვებულს შეხვდება.





ჩვენ








