
გამომდინარე იქიდან რომ საკლუბო სეზონი იქოქება და მასთან ერთად ქართული ლეგიონიც, ჩვენ ბუნებრივია, ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ბატალიები გვაინტერესებს. თუმცა, უფრო ის ფაქტორი, რომ ამ ტრანსფერების შემდეგ, რამდენად მიცემა ამა თუ იმ ფეხბურთელს სათამაშო დრო. სათამაშო დრო კი, პირდაპირპროპორციულია ნაკრების წარმატების.
დღეს, გიორგი ქოჩაორაშვილზე ვილაპარაკოთ, „კაპიტან ამერიკაზე", რომელიც ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით პორტუგალიურ „სპორტინგში" გადასვლის შემდეგ, დაგვიკარგეს და თუკი, პორტუგალიური გამოცემის A Bola-ს ჟურნალისტის ჰუგო ფორტეს სტატიებს ვენდობით, ქართველი, პორტუგალიური კლუბის ინტერესის სფეროში არც მომავალ საფეხბურთო სეზონში ხვდება. თუმცა, ქართველი, რომელიც ესპანურ ლა ლიგა 2-ში ბრწყინავდა, კვლავ რჩება მეზობელი ქვეყნის ინტერესის სფეროში.
პორტუგალიაში გატარებულ დროში, გიორგიმ 26 მატჩი და მინდორზე 972 წუთი დაჰყო, რომლის დროსაც ფეხბურთელს გოლი არ გაუტანია და მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა აქვს ჩაწერილი აქტივში. რაც არა მხოლოდ პორტუგალიურ, არამედ არც ჩვენს მისი მშობლიური ქვეყნის მედიასა და გულშემატკივარს არ მოგვწონს. უფრო მეტიც, ჩვენ ალბათ, უფრო გვადარდებს კიდეც. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე „სპორტინგმა" ქოჩორაშვილში 5.5 მლნ ევრო გადაუხადა „ლევანტეს", თუმცა, „ქოჩორას" კლუბი ფეხბურთელში, რომელსაც კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს გამოსასყიდ თანხად დაახლოებით 80 მლნ ევროს ითხოვს.
ამჯერად, ქართველს თვალი „ხეტაფემ" დაადგა, რომელიც მზადაა ქოჩორაშვილი იჯარის სახით 2027 წლამდე დაიმატოს სამომავლოდ, მისი გამოსყიდვის უფლებით. „სპორტინგს" უნდა „ლევანტესთვის" გადახდილი თანხაც სრულად დაიბრუნოს. თუმცა, აქ არის მთელი რიგი პრობლემების ჯაჭვი - მაგალითად ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატებში ე.წ. ფინანსური კონტროლი (ფეირ-ფლეი) და აქედან ახალი მოთამაშეების დამატებაზე მკაცრი შეზღუდვებიც არის.
მოკლედ, ასეა თუ ისე, ამ მომენტისთვის ყველაზე აქტუალური ქოჩორაშილის „ხეტაფეში" გადასვლაა, გუნდში, რომელმაც გასული სეზონი ლა ლიგაში მე-7 ადგილზე დაასრულა და შესაბამისად უეფა-ს კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს. თავად, „ქოჩორას" კი, მშობლიურ (ესპანურ გარემოში დაბრუნება, სადაც 18 წლის ასაკიდან არის) ვფიქრობთ, რომ უფრო წაადგება, ისევე, მერე როგორც ფორმაში მყოფი გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრებს.





ჩვენ








