
დღეს, უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგაზე, ქართველ ლეგიონერთა კიდევ ექვსმა კლუბმა იასპარეზა. ქართველ ფეხბურთელთა კლუბებიდან პირველად აზერბაიჯანული „ზირა" გავიდა მოედანზე, რომელიც ესტონურ „პაიდეს" დაუპირისპირდა და 1-0 დამარცხდა. პირველი ტაიმიდან გამომდინარე, რომელშიც დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის აზერბაიჯანული კლუბი სრულ უპირატესობას ფლობდა, რთული წარმოსადგენი იყო, რომ გუნდი წააგებდა. თუმცა, შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძლებმა მოახერხეს თამაშის გათანაბრება, ბოლო 10 წუთში კი, მეტოქე ძალიან შეაწუხეს და შედეგმაც არ დააყოვნა - 87-ე წუთზე ესტონელთა გამბიელმა პა აბდუ ჩამიმ „ზირას" კარში ერთადერთი გოლი გაიტანა, თუმცა, საპასუხო შეხვედრაში მცირე უპირატესობა მაინც მოიპოვა. ქართველებიდან ძირითადი შემადგენლობიდან ვოლკოვმა დაიწყო, „პაპუნა" კი მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა.
სლოვაკეთში „მოლ არენაზე", ცოტნე კაპანაძისა და გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედამ" ბოსნია და ჰერცეგოვინას „ველე მოსტარს" დაუპირისპირდა და 59-ე წუთზე გიორგი გაგუას გატანილი გოლის წყალობით, მინიმალური ანგარიშით, 1-0 გაიმარჯვა. ორივე ქართველმა სლოვაკთა გუნდის ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა.
გაიმარჯვა ლაშა ოდიშარიას რიგის რფს-მაც, რომელმაც საპასუხო მატჩის წინ, სოლიდური უპირატესობა მოიპოვა ისლანდიური „ვესტრის" წინააღმდეგ. უკვე პირველი ტაიმის შემდეგ, პანიჩის, უიკაუნიეკსისა და ნდიკის გოლებით, რიგელები 3-0-ს იგებდნენ. ოდიშარია, რომელმაც სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო 61-ე წუთზე შეცვალეს. ორ წუთში კი, ისლანდიელებმა ერთი გოლი გაქვითეს. კიდევ სამ წუთში, ლემაიჩმა სამბურთიანი უპირატესობა აღადგინა. რფს-მ, 4-1 გაიმარჯვა და ორმატჩიან დუელში დაწინაურდა.
სლოვაკურ ქალაქ ჟილინაში, ადგილობრივმა „ჟილინამ" მეზობელი პოლონეთის გკს „კატოვიცეს" უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრაში, სტუმრები სწრაფი გოლით, მე-6 წუთზე დაწინაურდნენ, ალექსანდრე ნარიმანიძის გუნდმა, 29-ე წუთზე კაჩერას პენალტით ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმის სტარტზევე პრანიცას გოლით კი, საჭირო გამარჯვება მოიპოვა და ორმატჩიან დუელში დაწინაურდა.
თორნიკე მორჩილაძის ხორვატულმა „რიეკამ", საკუთრ მოედანზე ჩრდ. ირლანდიური „დერი სიტი" უმასპინძლა და 1-0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელმა, მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ სერიოზული ტრავმა მიიღო და თამაშები გაუცდა. ჩვენი გვედრი დაუკავშირდა თორნიკეს და მისი ჯანმრთელობით დაინტერესდა. „მორჩილამ" გვითრა, რომ მას კიდევ 2-3 კვირა მოუწევს სარეაბილიტაციო პროცესი და მხოლოდ, ამის შემდეგ დაბრუნდება გუნდში.
კიდევ ერთი ქართველის, გიორგი მაისურაძის უკრაინულმა „ჟიტომირმა" ფრედ, 3-3 ითამაშა საშინაო შეხვედრა დანიურ კოპენჰაგენთან. ქართველი განაცხადში იყო, თუმცა, მოედანზე სათამაშოდ არ შესულა.





ჩვენ








