
იყო თუ არა ზედმეტად ემოციურად გორი, უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საშინაო შეხვედრის წინ. სუბიექტური მოსაზრებით, ალბათ იყო და ალბათ, ის გარემოება რომ კვიპროსულ გუნდს, ტრადიციულად ქომაგები ჩამოჰყვებოდნენ და შესაძლოა მსვლელობის მოწყობის სურვილი გასჩენოდათ, როგორც ჩანს, ეს გარემოება არც ქართულ კლუბს გახსენებია. ყოველ შემთხვევაში კადრები, რომელიც თამაშის დაწყებამდე ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა, სწორედ, ამაზე მეტყველებს. ადგილობრივი მედიის ცნობით კი, „გორის ,,დილასა'' და კვიპროსის ,,აპოლონის'' მატჩისთვის პოლიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. გულშემატკივრებს შორის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით სამართალდამცველებმა პატრულირება გააძლიერეს. პოლიციელები იცავენ იმ ადგილსაც, სადაც სტუმრების ფანები იმყოფებიან".
შინაგანი დაძაბულობა, გორის „დილას" თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე, თამაშის დაწყების პირველივე წუთებიდან ეტყობოდა. განსაკუთრებით, ეს ვითარება მას შემდეგ გამწვავდა რაც კუნძულელებმა მე-14 წუთზე ანგარიშ გახსნეს. გოლი, ტომასმა გაგვიტანა. 28-ე წუთზე, ვაისბეკის გოლის შემდეგ, სტუმრები, უკვე ორბურთიანი სხვაობით იყვნენ წინ. გორელები კი, ნირწამხდარები და თითქოს, ფეხბურთელებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა იყო, ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. მე-40 წუთზე, მასპინძლებს, ნანა კოფი დონკორი გაუძევეს, რომელიც რეალურად სტუმრების პროვოკაციას წამოეგო. „დილას" ფეხბურთელის მიმართ, თავდაპირველად წესები ბრაუნმა დააშავა და მსაჯიც მზად იყო, რომ აპირებდა ჯარიმის დაფიქსირებას და აი აქ, წაქცეულმა დონკორმა დაარღვია და წითელ ბარათად დაუჯდა. პირველი ტაიმი, „აპოლონმა" 0-2 მოიგო. მეორე ტაიმის საწყის წუთებზე, 10-კაციანი „დილას" გასაჭირს 51-ე წუთზე კიკაბიძის ავტოგოლი დაემატა, ანგარიში კი, 0-3 გახდა. მეოთხე გოლი ქარული კლუბის კარში 88-ე წუთზე ალენ ოზბოლტიმ გაიტანა.
საბოლოოდ, „დილა" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ცუდი ანგარიშით 0-4 წააგო და შესაბამისად, ქართულ კლუბს, საპასუხო შეხვედრაში, კუნძულზე, საკმაოდ რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს.
ფოტო: © „აპოლონი"





ჩვენ








