
კვირის ბოლოს საქართველოში საფეხბურთო სეზონი ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნდება და საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების 1/16 ფინალურ მარტებს უმასპინძლებს, რომელშიც უკვე ეროვნული და ეროვნული ლიგა 2-ის გუნდებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ბათუმის „დინამო", რომელმაც საზაფხულო შეკრების შემდეგ, 20 ივლისს ვარჯიში ბათუმში განაახლა. გუშინ, გულშემატკივრისთვის „ღია კარის დღეც" მოაწყო, 25 ივლისს თბილისში, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში საფეხბურთო კლუბ „ორბს", საქართველოს თასის 1/16 ფინალში დაუპირისპირდება.
საზაფხულო შეკრების პერიოდში გუნდმა სამი ამხანაგური შეხვედრა გამართა აქედან ორი, თურქეთის სუპერლიგის დებიუტანტთან, „ამადსფორთან" - პირველში ქართულმა კლუბმა 0-2 გაიმარჯვა, შეკრების ბოლო და ამ გუნდების მეორე სპარინგში კი, ანალოგიური ანგარიშით 2-0 დამარცხდა. ამ შეკრების ფარგლებში იყო კიდევ ერთი შეხვედრა, „რიზესფორთან", რომელშიც ქართული გუნდი 3-0 დამარცხდა.
თუმცა, ჩვენი მოსაზრებით, ამხანაგურ შეხვედრებში დაფიქსირებულ შედეგებზე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი, ალბათ, კლუბის სატრანსფერო ამბებია, რომელსაც სატრანსფერო ბანი მოეხსნა 10 ფეხბურთელი დაიმატა: ივან ტურიცოვი, ავაკა ეშეთე, ალიკა გეთიაშვილი, მაურიდესი, სანდრო ალთუნაშვილი, დერკ კარლსონი, პაულო ვიტორი, ნოდარ ყალიჩავა, იმრან ულად ომარი.
შეგახსენებთ, რომ გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა ბათუმის „დინამომ" სატრანსფერო ბანის პერიოდში მოახერხა ეროვნულ ლიგაში ორი წრის შემდეგ 27 ქულით მე-5 ადგილზე გასვლა და რეალურად, ლიდერთა სამეულში მყოფ გუნდებთან მინიმუმ ოთხი ქულა აშორებს. 27 ქულა აქვს მე-4 ადგილზე მყოფ ქუთაისის „ტორპედოსაც". გუნდში განხორციელებული ცვლილებებით, სამართლიანად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აჭარული გუნდი, ეროვნული ჩემპიონატის მეორე ნახევარში ჩემპიონობაზე თუ არა, სამეულში მხვედრას აუცილებლად შეეცდება.
ფოტო: სკ ბათუმის დინამო





ჩვენ








