საქართველოს 20-წლამდე ხელბურთელთა ნაკრებმა პრიშტინაში კარი გამოიჯახუნა
საქართველოს 20-წლამდე ხელბურთელთა ნაკრებმა პრიშტინაში კარი გამოიჯახუნა
19.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს პრიშტინაში ვაჟთა შორის 20-წლამდე ხელბურთელთა EHF-ის ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა, მას შემდეგ რაც ჯგუფში მე-6 ადგილზე გავიდა, ტურნირის დებულებიდან გამომდინარე მე-5 ადგილისთვის ითამაშა (იხილეთ სტატია). შოთა თევზაძის გაწვრთნილი გუნდი, იმ მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელთანაც გათამაშების სასტარტო შეხვედრა წააგო.  


ამჯერად, გუნდების დაპირისპირება უფრო დაძაბული გამოდგა და ქართველებმაც მეტოქეს სათანადო უპირატესობა გაუწიეს. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 28-28 დასრულდა გამარჯვებული კი, 7-მეტრიანების სერიაში გაირკვა. საქართველოს ნაკრებმა სამივე დარტყმა გამოიყენა და 2-3 გაიმარჯვეს. საბოლოოდ, ქართველთა გუნდმა 30-31 გაიმარჯვა.


დღევანდელ შეხვედრაში ყველაზე მეტი 13 გოლი ვახტანგ ხარებაშვილმა გაიტანა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობიდან საუკეთესო შედეგი იყო. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი, ჩვენი გუნდის მეკარე თორნიკე გაგუა დასახელდა, რომელმაც 9 ბურთი მოიგერია.


დღევანდელ შეხვედრაში, ქართული გუნდიდან თავი გამოიჩინეს: საბა დიასამიძე, თორნიკე გაგუა, გიორგი კენჭაძე; ალექსანდრე შიოშვილი (2), ვახტანგ ხარებაშვილი (13), ნიკოლოზ ბიბლაია, გიორგი კაპანაძე (2), ნიკოლოზ ნარიმანიძე (3), ნიკოლოზ მამულაშვილი (2), საბა შუბაშიშვილი, ნიკოლოზ ბოჟაძე, ალექსანდრე ბოჟაძე (2), გიორგი მაზანიშვილი (3), დემეტრე თორია, ვანო გურგენიძე (4), ანდრია ბურჯალიანი.