
დღეს, ბუდაპეშტის ხალიჩაზე მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მედლები კიდევ დარჩენილ წონით კატეგორიებში გათამაშდა. მათ მოგებას ჩვენი გუნდის 9 წარმომადგენელი ცდილობდა.
60კგ - რომეო ბერიძე;
63კგ - ფრიდონ აბულაძე;
77კგ - დიეგო ჩხიკვაძე, ანრი ფუტკარაძე;
82კგ - თორნიკე მიქელაძე;
87კგ - აივენგო რიკაძე, აჩიკო ბოლქვაძე; გურამი ხეცურიანი;
130კგ - ლუკა გაბისონია;
თუმცა, საბოლოოდ, ფინალურ ბლოკში, მხოლოდ თორნიკე მიქელაძემ გააღწია და საბოლოოდ, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. 82 კგ წონით კატეგორიის მესამე ადგილისთვის, ქართველი ფალავანი უზბეკ სოატულაევს დაუპირისპირდა და 3-1 დაამარცხა.
ქართველთაგან, ფინალურ ბლოკთან ახლოს იყო, ლუკა გაბისონია, თუმცა. 130 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ფალავანმა დამამშვიდებელი შეხვედრა წააგო ამერიკელ ატაოსთან 13-4 და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე, ქართული გუნდიდან 72 კგ წონით კატეგორიაში ოქრო ნიკა ბროლაძემ და ბრინჯაო მიშიკო ალექსანდრიამ მოიგეს.





ჩვენ








