ლუკა მაისურაძე ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია
ლუკა მაისურაძე ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია
19.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ლუკა მაისურაძემ ევროპის ჯუდოს გაერთიანებას მოლოდინი გაუმართლა. ბოსნია და ჰერცოგოვინაში დასრულებულ ევროპის 2026 წლის ღია პირველობაზე ფავორიტად მიჩნეულმა ქართველმა ჯუდოკამ წონის მოგება მოახერხა და ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.


ამას გარდა, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, რომელმაც -90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, ბადეს ქარიშხალივით გადაუარა, 1/2 ფინალში იპონით დაამარცხა რუსი მიხაილ იგოლნიკოვი და ფინალში, იტალიის წარმომადგენელს, ჯაკომო გამბა იუკოთი დაამარცხა.


დღესვე -81 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა ირაკლი ბეროშვილი, რომელიც პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.


აქვე შეგახსენებთ, რომ სარაევოში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე საქართველო სამი ჯუდოკათი იყო წარმოდგენილი. ლუკა მაისურაძის გარდა, -66კგ წონით კატეგორიაში გახდა ტურნირის გამარჯვებული გიორგი სარდალაშვილი, ხოლო -73 კგ წონაში, ბრინჯაოს მედალი მოიგო თორნიკე მოსიაშვილმა.

 


ფოტო: © EJU