2029 წელს თბილისი მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელია
2029 წელს თბილისი მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელია
17.07.2026
ავტორი: TSFF.Ge

ისტორიაში პირველად, 2029 წელს საქართველო მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.


იმას გარდა, რომ აღნიშნულ სპორტის სახეობაში ჩვენი ქვეყანა პირველად უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს, ჩვენი ინფორმაციით, მაგიდის ჩოგბურთის ახალგაზრდული ჩემპიონატი კავკასიის რეგიონში ზოგადად, პირველად ჩატარდება. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 2029 წლის ივლისში თბილისი უმასპინძლებს.


ამავე წყაროზე დაყრდნობით, გადაწყვეტილება პორტუგალიაში, ქალაქ პორტოში, მმართველობითი საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე გამოცხადდა. რომელსაც ქვეყნის სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ესწრებოდა, საქართველოს საკმაოდ სოლიდურ დელეგაციასთან ერთად.


შალვა გოგოლაძემ  ევროპის მაგიდის ჩოგბურთის გაერთიანების პრეზიდენტ პედრო მოურას და მმართველობითი საბჭოს წევრებს საქართველოსთვის გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მანამდე კი, მმართველობითი საბჭოს სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას, საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის განვითარების მენეჯერმა ზურაბ ბერუკაშვილმა საკმაოდ მიმზიდველი პრეზენტაცია წარუდგინა ტურნირის მასპინძელი ქვეყნის შესახებ.



ფოტო: სპორტის სამინისტრო