
ქართული კლუბებიდან გორის „დილა" აღმოჩნდა მესამე, რომელმაც უეფა-ს ევროტურნირების 2026-2027 წლების სეზონში, პირველი ბარიერი გადალახა. გორელებს, საშინაო კედლებში მოგებული შეხვედრა, ანგარიშით 3-1 დიდად წაადგათ, რამეთუ, სან მარინოში, ქართულ კლუბს არ გაუმართლა და 56-ე წუთზე გუნდი ათი ფეხბურთელის შემადგენლობით დარჩა. მიუხედავად ამისა, შეხვედრა ფრედ, 0-0 სრულდებოდა, რომ არა კოსოვოელი მსაჯის მიერ, თამაშისთვის კომპენსირებული დროის მიწურულს, კუთხურის შემდეგ გაშვებული გოლი. „ვირტუსმა" დღეს კი, მინიმალური ანგარიშით 1-0 მოიგო, თუმცა, ორი შეხვედრის ჯამში, გორის „დილამ" გაიმარჯვა 3-2 და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
„ძალიან მძიმე თამაში გამოვიდა დღეს. ვფიქრობ, რომ შეგვეძლო უკეთესად თამაში, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით. რაც შეეხება შემდეგ თამაშს, ბევრად მძიმე მეტოქე გვყავს „აპოლონის" სახით". მოვემზადებით, ვნახავთ მათ თამაშებს, გავარჩევთ ჩვენს შეცდომებსაც ვნახავთ და მათთან თამაშს პოზიტიურად შევხდებით", - ამბობს დავით კერესელიძე, რომელსაც დღევანდელ შეხვედრაში ოთხჯერ იხსნა საკუთარი გუნდი გოლისგან.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილა" კვიპროსის „აპოლონს" დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 23 ივლისს გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე, საპასუხო კი, 30 ივლისს კვიპროსზე გაიმართება.
ფოტო: „დილა" გორი





ჩვენ








