უნგრეთში მორიგი ბრინჯაოს მედალი ლუკა ჩხიტუნიძემ მოიგო
უნგრეთში მორიგი ბრინჯაოს მედალი ლუკა ჩხიტუნიძემ მოიგო
16.07.2026
ავტორი: TSFF.Ge

უნგრეთში მიმდინარე ბუდაპეშტის სარეიტინგო ტურნირზე დღეს, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მედლების რაოდენობა ერთით გაიზარდა. ბრინჯაოს მედალი 79 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა ჩხიტუნიძემ მოიგო. ბრინჯაოს ფინალში, ქართველმა ყაზახი შამსატ ტაირო 9-8 დაამარცხა. ბრინჯაოს მედლამდე, ლუკა, 1/2 ფინალში აზერბაიჯანელ ჯაბრალ გაჯიევთან დამარცხდა 5-3. თუმცა, მანამდე ჩხიტუნიძემ დღის პირველ შეხვედრაში სერბეთის სახელით მოასპარეზე აკსარბეკ გულაევი დაამარცხა 6-0. შემდეგ, კი, ტარიელ გაფრინდაშვილს სძლია 9-0.


მოგეხსენებათ, ბუდაპეშტის სარეიტინგო ტურნირზე საქართველო 14 ფალავნით იყო წარმოდგენილი. დღევანდელ დღემდე კი, ჩვენებს ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი ჰქონდათ მოგებული (იხილეთ ბმული). გეტყვით იმასაც, რომ გუშინდელის მსგავსად, დღესაც გვგქონდა წონები გაორებული. ხსენებული 79 კგ-ს გარდა, ორი ფალავნით ვიასპარეზეთ 92კგ-შიც. რეპეჟაში იბრძოლა მირიან მაისურაძემ, თუმცა, სერბეთის წარმომადგენლთა დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. რაც შეეხება ზაურ ბერაძეს ის 1/8 ფინალში თურქეთის წარმომადგენელთან, დამარცხდა და ასპარეზობა დაასრულა.


კიდევ ერთი წარმომადგენელი გვყავდა 97კგ-ში, თუმცა, სანდრო მარგიშვილი წარმატებული სტარტის შემდეგ, 1/8 ფინალში ყაზახ სპორტსმენთან დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.


ბუდაპეშტის სარეიტინგო ტურნირზე ორ დღეში ბერძნულ-რომაულის სტილით მოჭიდავეები შეუდგებიან ასპარეზობას.