
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები 22-26 ივლისს მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას. ტურნირში მსოფლიოს რვა რჩეული გუნდი მონაწილეობს (ავსტრალია, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი, ხორვატია, მონტენეგრო და საქართველო) მასპინძელი კი, ავსტრალიის ნაკრებია. აღნიშნული ტურნირისთვის ჩვენი ნაკრები უკვე, გარკვეული პერიოდია ემზადება (იხილეთ ბმული).
მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ნაწილს კი, ჩვენი ნაკრები ჩინეთში გაივლის სადაც რევაზ ჩომახიძის მეთვალყურეობით, გუნდი რამდენიმე ამხანაგურ მატსაც გამართავს. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ ჩვენი ნაკრები ჩინეთის წყალბურთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, არაა გამორიცხული ავსტრალიაში გამგზავრებამდე, ჩვენებმა ერთი სპარინგი ხორვატიის წინააღმდეგაც გამართონ, მაგრამ ამ ეტაპზე ქართულ მხარეს, ხორვატთაგან დასტური არ მიუღიათ. ამის შემდეგ კი, ავსტრალიაში გადაინაცვლებს.
საქართველოს ნაკრები მომავალი თამაშებისთვის შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: ბექა კაპანაძე, გიორგი გვეტაძე, ნიკა შუშიაშვილი, ლუკა ჩიქოვანი, სანდრო ადეიშვილი, ვატო დადვანი, ანდრია ბითაძე, გიორგი მესხი, გიორგი მაგრაქველიძე, ხვიჩა ჯახაია, ბესო ახვლედიანი, საბა ტყეშელაშვილი, დრაგოლუბ როგაჩი, საბა მაჭავარიანი, დუშან ვასიჩი.
ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია





ჩვენ








