
10-12 ივლისს, მილანში მსოფლიო თასის ფინალური შეჯიბრი ჩატარდა მხატვრულ ტანვარჯიში, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა იასპარეზა და ორი სახეობის ჯამში 46.900 ქულია დაიმსახურეს (სამი რგოლი, ორი გურზით 23.750 ქულა, 15 ადგილი, 5 ბურთი - 23.150 ქულა და 22-ე ადგილი) საბოლოოდ მე-20 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.
საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: მარიამ კუპრაშვილი, ანა ბეჟანაშვილი, ელენე დევიძე, გვანცა ღურწკაია დამარია კოლოსოვა.
მსოფლიო თასის გამარჯვებული ბრაზილიის ნაკრები გახდა 56.050 ქულით, მეორე იყო ჩინეთი 55.850, მესამე ესპანეთი - 55.850 ქულა.
მხატვრული ტანვარჯიშის მსოფლიო თასის ფინალი (Rhythmic Gymnastics World Cup Finale) იყო მიმდინარე სეზონის დასკვნითი და უმნიშვნელოვანესი ეტაპი, სადაც გამოვლინდნენ როგორც ამ კონკრეტული ტურნირის გამარჯვებულები, ასევე 2026 წლის მსოფლიო რეიტინგის საბოლოო ჩემპიონები ინდივიდუალურ და გუნდურ მრავალჭიდში.
გუნდურ ასპარეზობაში საერთო ჯამში 32 მონაწილე იყო. საბოლოო შედეგები იხილეთ ბმულზე.
როგორც უკვე გითხარით, საქართველოს წარმომადგენლებმა ინდივიდუალურ ასპარეზობაშიც მიიღეს მონაწილეობა. ბარბარე ქაჯაიამ ოთხი პროგრამის ჯამში 92.150 ქულით მე-60 ადგილით დაასრულა ასპარეზობა 86 მონაწილეს შორის. ჩვენი ქვეყნის მეორე წარმომადგენელმა, ნინო დათუნაშვილმა 88.850 ქულა დააგროვა და 69-ე ადგილით დაასრულა ასპარეზობა.
ინდივიდუალური, რგოლი:
ბარბარე ქაჯაია (57) 23.400 ქულა
ნინო დათუნაშვილი (64) 22.750 ქულა
ინდივიდუალური, ბურთი
ნინო დათუაშვილი (57) 23.450
ბარბარე ქაჯაია (78) 20.200
ინდივიდუალური, გურზები
ბარბარე ქაჯაია (58) 23.200
ნინო დათუაშვილი (75) 20.450
ინდივიდუალური, ლენტი
ბარბარე ქაჯაია (31) 25.350
ნინო დათუნაშვილი (60) 22.200
აქვე გეტყვით, რომ 2026 წლის აგვისტოში მხატვრულ ტანვარჯიშში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. სრული კალენდარი იხილეთ ბმულზე.





ჩვენ








