25 წლის ასაკში სამხრეთ აფრიკის ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს
25 წლის ასაკში სამხრეთ აფრიკის ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს
11.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჯეიდენ ადამსი, 25 წლის ფეხბურთელი, რომელმაც სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრების მაისურით, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა დღეს გარდაიცვალა.


„მარკას" ცნობით, სამხერთ აფრიკის ნაკრების ნახევარმცველი, რომელსაც მისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2022 წელს, მოზამბიკის წინააღმდეგ ჰქონდა და საერთო ჯამში 15 სანაკრებო მატჩი ჰქონდა ზურგს უკან, კეიპტაუნის სიახლოვეს სახლში გარდაცვლილი იპოვეს.


ფეხბურთის მოყვარულებს ემახსოვრებათ, რომ ადამსმა, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკის ნაკრების წინააღდეგ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო თამაში, ისევე, როგორც ჩეხეთთან თამაშის დროს. ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, სამხრეთ კორეის წინააღმდეგ კი, მინდორზე ბოლო 10 წუთი ითამაშა. სხვათა შორის, ჩეხეთთან მატჩამდე, ფეხბურთელს ბებია გარდაეცვალა, თუმცა, მან გუნდთან ერთად, ბოლომდე იასპარეზა.


ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ჯეიდენ ადამსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.