საქართველოს 20-წლამდე ხელბურთელთა ნაკრები კოსოვოში ევროპის I ჩემპიონატზე ასპარეზობს
საქართველოს 20-წლამდე ხელბურთელთა ნაკრები კოსოვოში ევროპის I ჩემპიონატზე ასპარეზობს
11.07.2026
ავტორი: TSFF.Ge

ხვალიდან, 12 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით კოსოვოში 20-წლამდე ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება ბიჭებს შორის, რომელშიც საქართველოს ნაკრების მონაწილეობს.


ქართული გუნდი მასპინძელ კოსოვოს, მონტენეგროს, იტალიის, ესტონეთისა და ნიდერლანდების თანატოლთა გუნდებს დაუპირისპირდება. აღნიშნული პირველობისთვის ჩვენმა ნაკრებმა შეკრება თბილისში გაიარა და გუშინ კოსოვოში გაემგზავრა.  ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრას ჩვენი გუნდი 12 ივლისს, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს.


ჩვენი გუნდის მატჩების განრიგი:

12 ივლისი, 22:30 / მონტენეგრო - საქართველო

13 ივლისი, 20:15 / კოსოვო - საქართველო

15 ივლისი, 18:00 / იტალია - საქართველო

16 ივლისი, 22:30 / საქართველო - ესტონეთი

18 ივლისი, 22:30 / საქართველო - ნიდერლანდები


ტურნირის ბოლო დასკვნით დღეს, სამი შეხვედრა გაიმართება და საბოლოოდ გაირკვევა თუ ევროპის ჩემპიონატში მონაწილე 6 გუნდიდან ვის რომელი ადგილი ერგება:


1 თამაში - მე-5 და მე-6 ადგილზე გუნდები გაითამაშებენ მე-5 ადგილს;

2 თამაში - მე-3 და მე-4 ადგილზე გუნდები გაითამაშებენ მე-3 ადგილს;


ბოლოს კი, გაიმართება ფინალი, რომელშიც პირველ და მეორე ადგილებზე მყოფი გუნდები, ტურნირის გამარჯვებულს გამოავლენენ.


საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ყველა მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პლატფორმაზე, EHF TV-ზე იქნება გადმოცემული.