
ქართული კლუბების გარდა უეფა-ს ევროტურნირების ახალ 2026-2027 წლების სეზონში ასპარეზობა დაიწყეს
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლით შეხვედრაში ბელარუსში, ანრი მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატიამ" 1-4 დაამარცხა ადგილობრივი „ვიტებსკი". ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 67 წუთი გაატარა მოედანზე. საპასუხო შეხვედრას, „უნივერსიტატია" რუმინეთში, 15 ივლისს გამართავს და შეხვედრა, თბილისის დროით, 21:30 საათზე გაიმართება.
მანამდე კი, უეფა-ს კონფერენს ლიგის 2026-2027 წლების სეზონზე ასპარეზობას დაიწყებს ჩვენი კიდევ ერთი ლეგიონერის ლაშა ოდიშარიას რიგის რფს-ს, რომელიც ხვალ, 9 ივლისს, თბილისის დროით 22:30 საათზე ჩრდ. ირლანდიურ „გლენტორანს" გასვლით შეხვედრაში დაუპირისპირდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ხვალ, უეფა-ს კონფერენს ლიგის კიდევ გათამაშებაში სტარტს აიღებს ორი ქართული კლუბი. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ადგილობრივი „დილა" სან მარინოს „ვირტუსს" დაუპირისპირდება, შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. 21:15 საათიდან კი, საქმეში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი „დინამო თბილისი" ჩაერთვება, რომელიც გასვლით შეხვედრაში ლუქსემბურგის „მონდროფს" დაუპირისპირდება.





ჩვენ








