გიორგი ჩაკვეტაძე ოფიციალურად „უდინეზეს“ ფეხბურთელია
გიორგი ჩაკვეტაძე ოფიციალურად „უდინეზეს“ ფეხბურთელია
06.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

იტალიური „უდინეზეს" ინსტაგრამ გვერდზე ბოლო ოთხი პოსტი საქართველო და ერთ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი ჩაკვეტაძეს ეხება. ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიის უდინეში, ქალაქელები ინგლისური „უოტფორდიდან" კლუბის ახალ და 2026-2027 წლების სეზონის პირველ მატებას ელიან.


ქართველმა ფეხბურთელმა „უდინეზესთან" კონტრაქტს 2030 წლის 30 ივნისამდე მოაწერა და ამასთან, სურვილის შემთხვევაში, მისი ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივაც არის.


საქართველოს ეროვნული ნაკრები დინამიური და თანამედროვე მონაცემების ნახევარმცველი, კარგი უნარით დაასრულოს შეტევა, რომელსაც ასევე შეუძლია მოირგოს ფლეიმეკერის და ცენტრალური ნახევარმცველის ფუნქციაც, ისევე როგორც შემტევი ვინგერის. ის არის ნამდვილი უნივერსალი, რომელიც კოსტა რუიანიჩის შემადგენლობას გაამდიდრებსო, წერს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი, სტატიაში, რომელშიც „ჩაკვე" წარადგენს.


ფეხბურთელის წარდგენისას 1999 წლის 29 აგვისტოს, თბილისში დაბადებული ფეხბურთელის კარიერის მიმოხილვისას, კლუბის ვებ-გვერდი ყურადღებას ამახვილებს მის უნარზე გაიტანოს გოლები და საკმაოდ მსუყე საკლუბო კარიერის მიღმა, მისი მშობლიური ქვეყნის სანაკრებო გზაზეც 17-წლამდე ასაკიდან მოყოლებული, საიდანაც ნაბიჯ-ნაბიჯ ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 18 წლის ასაკში ჰქონდა, 39 მატჩით და 10 გატანილი გოლით. ასე რომ, ახლა „უდინეზეს" ჯერიაო, წერს ვებ-გვერდი და ქართველ ფეხბურთელს ახალ კლუბში მიესალმება.