
2026 წლის 9 ივლისს, 14:00 საათზე იწურება აუქციონში განაცხადების მიღების ვადა, რომლის მიხედვითაც, 1 750 000 ლარის (საწყისი ღირებულება) სანაცვლოდ, აჭარისა და ჩვენი აზრით, ქვეყნის ერთ-ერთი ლამაზი სტადიონისთვის ახალი კომერციული სახელის მინიჭების მონაწილეებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ. აღნიშნული საფასური სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ განისაზღვრა და ის, ახალ მფლობელს, 5 წლის ვადით გადაეცემა.
2021 წლის 23 ივლისს, ელექტრონული აუქციონით შერჩეულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სტადიონის კომერციულ სახელწოდებად ,,აჭარაბეთ არენა" განისაზღვრა, 2026 წლის ივლისის ბოლოს იწურება. ახალი აუქციონის გამოცხადების გადაწყვეტილება, აღნიშნული ვადების და პროცესის უწყვეტობის გათვალისწინებით იქნა მიღებული. ამ მომენტისთვის, სტადიონისთვის სახელის მინიჭების მიზნით, უკვე მესამედ გამოცხადდა აუქციონი. თუკი, ამ შემთხვევაშიც არ გამოჩნდა მასში მონაწილეობის მსურველი, მაშინ, „ბათუმი არენას" საფასური შემცირდება და აუქციონი ხელახლა გამოცხადდება.
UEFA-ს IV (უმაღლესი) კატეგორიის სტადიონ, „ბათუმი არენა", რომელიც უკვე მასპინძლობდა არაერთ საერთაშორისო მატჩსა და ღონისძიებას, მათ შორის UEFA-ს 21 წლამდელთა 5 მატჩს; ეროვნული და ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრებების მატებს, მსოფლიოს რაგბის კავშირისა და საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ჩატარებული არაერთი საერთაშორისო თუ ეროვნული მატჩებს; საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნას.
ფეხბურთის მოყვარულებს შევახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ წელს ბათუმის „დინამოს" არ უწევს 2026-2027 წლების სეზონზე, უეფა-ს საკლუბო ტურნირებში მონაწილეობა, „ბათუმი არენა" ევროტურნირების მონაწილე მაინც იქნება. ბათუმის მთავარ სტადიონზე, საშინაო მატჩებს თელ-ავივის „მაქაბი" FC გამართავს.
ჩვენი ინფორმაციით, სტადიონზე, სამომავლოდ სპორტული ღონისძიებების პარალელურად, საინტერესო მუსიკალური ღონისძიებებიც იგეგმება.
დეტალური ინფორმაცია ბმულზე.





ჩვენ








